+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

გეორადარი


გეორადარი


გეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური ამოცანები ლოკალური ობიექტების ძიება , საინჟინრო ნაგებობების გამოკვლევა

რაში გამოიყენება გეორადარი

გეორადარის გამოყენება ორ ძირითად მიმართულებად იყოფა, ყოველ მათგანს თავისი მეთოდიკა და დამუშავების წესი გააჩნია.

1. გეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური ამოცანები
გეოლოგიური სტრუქტურების კარტირება, ქანების გეომეტრიის აღდგენა და ფენების საზღვრების იდენტიფიკაცია, გრუნტის წყლების დონის დადგენა, სხვადა სხვა დატენიანების ფენების საზღვრების დადგენა, წიაღისეულის საბადოების ძიება;
ფენების თვისებების დადგენა მათში ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელების სიჩქარის მიხედვით.
ყინულის საფარის სისქის დადგენა
წყლის საფარის სისქის დადგენა და ფსკერის და ფსკერქვეშა ფენის კარტირება.

2. ლოკალური ობიექტების ძიება, საინჟინრო ნაგებობების გამოკვლევა, საშტატო სიტუაციის დარღვევა ძიება.

მილსადენები
კაბელები
გრუნტიის ხელოვნური დარღვევების ძიება - ტრანშეები, რეკულტივირებული მიწა, ამოვსებული ღრმულები
დამარხული ნარჩენები, სარკოფაგები, სამარხები.
კარსტული სიცარიელეების, სარდაფების, მღვიმეების ძიება
ნახშირწყალბადებით ნიადაგის დაბინძურების საზღვრების დადგენა
დაფარული დარღვევების ძიება შენობებში, შახტებში, გვირაბებში, ხიმინჯებში, გადახურვებში
მშენებლობის ან ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი დარღვევების ძიება საავტომობილო, სარკინიგზო საფარში, აეროდრომების დასაფრენ ბილიკებში.