+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

OSHE Georgia სტანდარტები


OSHE Georgia სტანდარტები


შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის საქმიანობის მიზანია საქართველოში შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და ამ სფეროში ცნობიერების (ასამაღლებლად) ამაღლების კუთხით შესაბამისი ტრეინინგების ჩატარება.

ასოციაცია ორგანიზაციებსა და საწარმოებს ეხმარება უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნასა და გაუმჯობესებაში, თანამშრომლობს სასწავლო დაწესებულებებთან შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამებისა, ტრეინინგების შემუშავებისა და ორგანიზების კუთხით.

ასოციაციაში გაწევრიანებულნი არიან გამოცდილი ექსპერტები, რომლებსაც აქვთ 15 წლიანი გამოცდილება შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის დარში. ისეთ კომპანიებში როგორიც ბრიტიშ პეტროლიუმი, პეროფაკი და სხვა. ჩვენს ექსპერტებს ეჭირათ წამყვანი პოზიციები არა ერთ მაშტაბურ სამშენებლო პროექტებში.

ასოციაციის წევრები მონაწილეობენ, როგორც საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა/იმპლემენტაციაში, ასევე უსაფრთხოების სპეციალისტთა მომზადებასა და გადამზადებაში. ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს საფრთხეების იდენტიფიცირებასა და რისკების შეფასებაში, ვუზრუნველყოფთ სამუშაო გარემოს უსაფრთხოების აუდიტსა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებას.

ასოციაცია მჭიდროდ თანამშრომლობს წამყვან სამშენებლო კომპანიებთან. ასოციაციის წევრები აქტიურად არიან ჩართულნი შრომის უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე პროცესებში და მაქსიმალურად ინფორმირებულნი არიან უახლესი სტანდარტების შესახებ. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ჩვენთან გავლილი ტრეინინგების შემდეგ, ფაქტობრივად გარანტირებულია დასაქმება - მონაწილეთა 85% დასაქმდა უსაფრთხოების ოფიცერის, ზედამხედველის თუ მენეჯერების პოზიციებზე.

ასოციაციაციაში ფუნქციონირებს ტრენინგ ცენტრი, რომელიც ახორციელებს როგორც აკრედიტებულ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების პროგრამას, ასევე სხვადასხვა თემატურ ტრენინგებს.