ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი დანადგარები
„ინოსისტემსა“და „ნილმას“ შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი. ჩვენ კომპანიებს აქვთ წარმატებული თანამშრომლობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება.
იტალიური კომპანია „ნილმა“ დაარსდა 1956 წელს. საწყის ეტაპზე კომპანია დაკავებული იყო კვების მრეწველობის საწარმოების დაპროექტებით.
1960-იან წლებში კონცეფციისა და გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა სამზარეულოს დანადგარების წარმოების ახალი განყოფილება საზოგადოებრივი კვების საწარმოებისთვის. ამის წყალობით „ნილმა“ უზრუნველყოფს დანადგარების ხარისხს, გამძლეობას, უსაფრთხოებას და მაქსიმალურ ადაპტაციას კლიენტის სურვილის შესაბამისად.
კომპანია "ნილმას" მიერ წარმოებული თითქმის ყველა მოწყობილობა დაცულია ექსკლუზიური პატენტებით. კომპანიის ფუნდამენტურ ფილოსოფიას წარმოადგენს აპარატურის შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს სამზარეულოში ავტომატიზაციის მაქსიმალურად გაზრდას, მძიმე ხელის შრომის გაუქმებას და შრომის პროდუქტიულობის გაზრდას. კომპანიის საქმიანობის დროს მკაცრად დაცულია უსაფრთხოებისა და სურსათის ჰიგიენური სტანდარტები და მიზნად ისახავს შესაფერისი ხარისხის დონის შენარჩუნებას.
კომპანია „ნილმას“ ყველა დანადგარი იწარმოება პარმის საწარმოში.