+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

აკრედიტირებული საექსპერტო - სსიპ –  ლევან სამხარაული


აკრედიტირებული საექსპერტო - სსიპ – ლევან სამხარაული


სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო" 2004 წლის 4 ნოემბერს ჩამოყალიბდა. ექსპერტიზის ბიურო წარმოადგენს სახელმწიფო საექსპერტო ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და მისი საქმიანობა რეგულირდება შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული დებულებით და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

ბიუროს მომსახურებით სარგებლობენ, როგორც სახელმწიფო და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ასევე კერძო სტრუქტურები, კომერციული და არაკომერციული დაწესებულებები და სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.

ბიუროში მოქმედებს საექსპერტო მომსახურების ფიქსირებული გადასახადი, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით.

ბიურო ახორციელებს სრულფასოვან დამოუკიდებელ ექსპერტიზებს შემდეგ დარგებში:

დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზა;
ბალისტიკური ექსპერტიზა;
ტრასოლოგიური ექსპერტიზა;
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა;
ავტო-ტექნიკური, სატრანსპორტო ტექნიკური, ავტო-სასაქონლო;
საავიაციო და სარკინიგზო-ტექნიკური ექსპერტიზა;
კომპიუტერული, ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზა;
სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა;
ფინანსური ექსპერტიზა;
სამშენებლო და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა;
სასაქონლო ექსპერტიზა;
ზოგადი ქიმიური ექსპერტიზა;
ნარკოტიკული, მომწამვლელი ნივთიერებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზა;
კვების (მათ შორის ბავშვთა) პროდუქტების, თამბაქოს ნაწარმის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპერტიზა;
ნავთობპროდუქტების ექსპერტიზა;
რადიაციული ექსპერტიზა;
სამედიცინო ექსპერტიზა;
ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა;
ნარკოლოგიური ექსპერტიზა;
ბიოლოგიური ექსპერტიზა (დნმ, სეროლოგია, ფარმაკოგენეტიკა, ვენურითრომბოზთრომბოზი, მემკვიდრული ძუძუს კიბო და სხვა;
სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სხვა მომსახურება;


ბიურო აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით. ბიურო აკრედიტირებულია ISO17025- ის სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად და ჩვენი საქმიანობა ხორციელდება საექსპერტო საქმიანობის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბიურო არის ექსპერტიზის დარგში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებათა ევროპული ქსელის ENFSI სრულუფლებიანი წევრი.

მიღებული აკრედიტაციები ადასტურებს, რომ ბიუროში დანერგილი ხარისხის სისტემა არის გარანტი ექსპერტიზის შედეგების სიზუსტისა და კვლევის მაღალი ხარისხის სტანდარტის. ეს განაპირობებს დამკვეთის ნდობას. სტატისტიკური მონაცემების თანახმად ბიურო ყოველი წლის განმავლობაში ემსახურება 40000-მდე მომხმარებელს.

ბიუროს საქმიანობის სფეროში შედის 500-მდე ტრადიციული და არატრადიციული დარგის ექსპერტიზის სახეობა. აქ დასაქმებულია 400-ზე მეტი კვალიფიცირებული პერსონალი. მუდმივად ხორციელდება ექსპერტების პროფესიული გადამზადება და დატრეინინგება მსოფლიოს სხვადასხვა დარგის წამყვან საექსპერტო დაწესებულებებში.

ბიურო ასევე აქტიურად თანამშრომლობს ისეთ მოწინავე და წარმატებულ საექსპერტო და პროფესიული გადამზადების საერთაშორისო ცენტრებთან როგორიცაა: ნიდერლანდების სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტი (NFI), სტამბულის სასამართლო მედიცინის საბჭო (ATK), ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიურო (GBI), თურქეთის ჟანდარმერიის სასამართლო ექსპერტიზის დეპარტამენტი (JKDB), კანადის ბრიტანული კოლუმბიის იუსტიციის ინსტიტუტი და სხვა.

ლაბორატორიების საქმიანობის მუდმივი მონიტორინგის მიზნით ბიურო მუდმივად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო ლაბორატორიათაშორის ტესტირებებში, სადაც შედეგების მიხედვით საუკეთესო პოზიციებს იკავებს.

საექსპერტო კვლევითი ნაწილის გარდა ასევე განვითარდა და დაიხვეწა უშუალოდ დამკვეთის მომსახურება; დარეგულირდა საექსპერტო მომსახურების ვადები, რამაც გაცილებით დროული და ეფექტური გახადა მომსახურება; ბიუროს ნებისმიერი ოფისის სერვის ცენტრში მოქმედებს ერთი ფანჯრის პრინციპი, რაც გაზრდილი დაკვეთების ფონზე გაცილებით აადვილებს მომსახურებას.