+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

საქართველოს საკანონმდებლო     მაცნე 


საქართველოს საკანონმდებლო  მაცნე 


საქართველოს საკანონმდებლო მაცნე წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, არის ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო, დაარსებულია 1998 წელს და 2010 წლის ჩათვლით გამოიცემოდა ბეჭდური სახით.

2011 წლიდან კი საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ახალი ფორმატით მომხმარებელს სთავაზობს ყველასათვის ხელმისაწვდომ, დაცულ, მუდმივად განახლებად ოფიციალურ ვებგვერდს - matsne.gov.ge, სადაც მომხმარებელს შეუძლია იხილოს საქართველოს ყველა უწყების მიერ მიღებული ნორმატიული აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტები და საჯარო განცხადებები.

სწორედ matsne.gov.ge-ზე გამოქვეყნების შემდეგ იძენს ნებისმიერი ნორმატიული აქტი ოფიციალურ იურიდიულ ძალას.

ვებგვერდი მომხმარებელს სთავაზობს ოფიციალური იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტების სრულყოფილ მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს ყველა ნორმატიულ აქტს. ნორმატიული აქტების საძიებო სისტემაში მომხმარებელს შეუძლია იხილოს კოდიფიცირებული აქტები და მათი ისტორია, განხორციელებული ცვლილების ყველა სტადიაზე.