+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

პროექტების ეტაპები


პროექტების ეტაპები


კარგად შესრულებული სასაკლაოს პროექტი თქვენი საწარმოს წარმატებული მუშაობის საწინდარია. დამკვეთი დიდი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს დამპროექტებელი კომპანიის არჩევის საქმეს, რათა თავიდან აიცილოს დამატებითი ხარჯები. მხოლოდ გამოცდილი სპეციალისტი შეიძლება გაუმკლავდეს ამ ამოცანას, და ამასთანავე მოგაწოდოთ მხოლოდ საიმედო ინფორმაცია და შეასრულოს სამუშაო არსებული უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით ამ სფეროში. შპს "ინოსისტემსი" გთავაზობთ მაღალკვალიფიციური კადრების მომსახურებას. ჩვენი თანამშრომლები მრავალი წლის განმავლობაში მუშაობენ ამ სფეროში და დააგროვეს დიდი გამოცდილება, რათა დიდი ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდნენ დასახულ ამოცანას.

სასაკლაოს პროექტი მომგებიანი ბიზნესია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ხორცს ეხება. სანამ ეს პროდუქტი მოხვდება თქვენ მაგიდაზე, გასავლელია რამდენიმე ეტაპი, რომელთა შორის საწყისი არის სასაკლაო. სასაკლაოების ეფექტურად ფუნქციონირებისათვის საჭიროა სასაკლაოების ტექნოლოგიური პროექტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს კომპეტენტურად დავაპროექტოდ შენობა, როგორც ობიექტი სამომავლო წარმოებისთვის. გარდა ამისა, ტექნოლოგიური პროექტი ასევე პროდუქციის გაანგარიშებაა - რაოდენობისა და ელემენტების ინდივიდუალური პარამეტრების გაანგარიშება, რომელიც მიმდინარეობს სასაკლაოზე. ამგვარად, დაკვეთი იღებს შესაძლებლობას, რომ პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზევე მოახდინოს ბაზრის პირველადი შესწავლა და პროდუქტის თვითღირებულების შეფასება.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ სასაკლაოების პროექტის შედგენა იმ პროფესიონალების საქმეა, რომლებიც იცნობენ თანამედროვე ხორცის გადამამუშავებელ ტექნოლოგიებს და არა მხოლოდ. აუცილებელია ამ სფეროში სათანადო გამოცდილების ქონა, რადგან ტექნოლოგიური პროექტი არის  სასაკლაოს პროექტის სხვა შემადგენელი ნაწილების საფუძველი. გახსოვდეთ, რომ სწორად დაპროექტებული პროექტის გარეშე, მშენებლობის დაწყების ნებართვის მიღებას ვერ შეძლებთ.

შ.პ.ს. "ინოსისტემს" ჰყავს უმაღლესი დონის პროფესიონალები, რომლებიც სიამოვნებით დაგეხმარებიან თქვენს საქმიანობაში. თუ თქვენ უკვე გაქვთ შენობა, სადაც აპირებთ სასაკლაოს განთავსებას, მაშინ ჩვენი კომპანიის სპეციალისტები შექმნიან წარმოების პროექტს არსებული შენობისთვის. გარდა მთავარი სასაკლაო-დამჭრელი საამქროსი, სასაკლაოს შენობას შეიძლება ჰქონდეს ტყავის გადამამუშავებელი, ნაწლავური, სუბპროდუქტების გადამამუშავებელი საამქროები, სისხლშემკრები, სტერილიზაციის და ცხიმოვანი განყოფილებები, სათავსო სამაცივრე საკნისთვის და სხვა. შესაბამისი სათავსოების სწორი განლაგება  შეამცირებს შრომის ხარჯებს და, ზოგადად, ხარჯებს მინიმუმამდე შეამცირებას. ნუ დაივიწყებთ უსაფრთხოებას.

შ.პ.ს. "ინოსისტემსის" დამპროექტებლები ქმნიან სასაკლაოს პროექტებს, შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

 

სხვადასხვა დაწესებულებებში თქვენგან მოითხოვენ მშენებლობის პროექტს, რომელიც ხორციელდება ტექნოლოგიურის საფუძველზე. შესაბამისად, თუ ეს დოკუმენტი არასწორადაა შედგენილი, მას არ მიიღებენ. სამუშაოს დაწყებამდე უნდა გაითვალისწინოთ, რა იქნება მომავალი სასაკლაო ხაზის ოპტიმალური სიმძლავრე, რა იქნება წარმოების საბოლოო პროდუქტი, როგორი იქნება სასაკლაოების ფორმა, როგორ წარიმართება სასაკლაოს ნარჩენების განადგურება და დეზინფექცია. დეტალურად გათვლილი სასაკლაოს მაღალხარისხიანი პროექტი საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ მომავალში დიდი ფინანსური ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საწარმოს გაფართოებასთან, აღდგენასთან, ენერგო ხარჯების შემცირებასა და დანაკარგებთან. გამოცდილი პროექტის შემდგენელი ყოველთვის ცდილობს დაინახოს თავისი პროექტის სამომავლო განვითარება. ეს შეიძლება აისახოს ქაღალდზე - პროექტის განვითარების სქემების მიმართულებით.

გამოცდილი სპეციალისტები შემოგთავაზებენ ოპტიმალურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ისე, რომ შეძლოთ მომგებიანი სასაკლაოს აშენება. თუ გსურთ ხარისხიანი პროდუქტის წარმოება, აუცილებელია ყველა ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვა და პროექტირების სტადიაზე გათვალისწინება.

კომპანიის სპეციალისტებმა დააგროვეს საკმარისი გამოცდილება, რათა ნებისმიერი სასაკლაოს წარმოება მოარგონ  ევროპულ სტანდარტებს, აქვე დაგეხმარებიან მიიღოთ ყველა ნორმატიული დოკუმენტი.

შ.პ.ს. "ინოსისტემსის" თანამშრომლების მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ყოველთვის აკმაყოფილებს სანიტარულ-ჰიგიენურ, ეკოლოგიურ, ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა სამოქმედო წესებსა და ნორმებს. შეგიძლიათ დაგვირეკოთ და კონსულტაცია გაიაროთ თქვენთვის საინტერესო საკითხზე. თქვენ კმაყოფილი დარჩებით მომსახურების ხარისხით და საბოლოო შედეგებით.