+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

პროექტების ეტაპები


პროექტების ეტაპები


კომპანია "ინოსისტემის" საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სამოქალაქო ნაგებობების და სტრუქტურების პროექტირება.

ჩვენ ვახორციელებთ მრავალბინიანი სახლების, საჯარო და ადმინისტრაციულ შენობების, სავაჭრო და გასართობი ცენტრების, სპორტულ კომპლექსების, საქვაბე სახლების და სხვა ობიექტების პროექტირებას.

ჩვენ ვახორციელებთ სამოქალაქო ნაგებობების პროექტირების სრულ სამუშაოებს:

საინჟინრო გამოკვლევებს და სანებართვო დოკუმენტაციის შეგროვებას (კლიენტის მიერ მიწოდების შეუძლებლობის შემთხვევაში);

პროექტირებას ესკიზური ნაწილის, სამუშაო და საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავებით (ობიექტის სპეციფიკისა და მარეგულირებელი დოკუმენტაციის მოთხოვნების გათვალისწინებით);

საპროექტო ნაწილის შეთანხმებასა და სრული პროექტირების დოკუმენტაციის ექსპერტიზის გავლას;

მშენებლობისა და მონტაჟის სამუშაოების საავტორო ზედამხედველობას.

 

საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავების ეტაპები

 

საესკიზო პროექტის შემუშავება - ობიექტის ძირითადი პარამეტრების წინასწარი შესწავლის ეტაპი. მომხმარებელთა სურვილებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, ჩვენ ვავითარებთ სივრცული დაგეგმვის გადაწყვეტილებების ვარიანტებს, შენობის / სტრუქტურის შემადგენლობას და მხატვრულ სურათს. სამუშაოების შედეგი - ეს არის ერთ-ერთი ვარიანტის არჩევა და დამტკიცება. "საესკიზო პროექტის" ეტაპზე დოკუმენტაცია სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებთან შეთანხმებას არ ექვემდებარება.

პროექტის ეტაპზე ხდება დამტკიცება დოკუმენტაციის ნაწილის, რომელიც შემუშავდება საესკიზო პროექტის საფუძველზე. შეიცავს საჭირო დოკუმენტების მთელ კომპლექტს, რომელიც საჭიროა, რათა მოხდეს შეთანხმება დაინტერესებულ ორგანოებსა და ინსტანციებში: განმარტებითი ბარათი, გეგმა, არქიტექტურული, სტრუქტურული, ტექნოლოგიური ნაწილები, საინჟინრო გადაწყვეტილებები, სხვა განყოფილებები, მათ შორის მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის გაანგარიშება. ამ ეტაპზე სამოქალაქო შენობა-ნაგებობების პროექტირება ხორციელდება არსებული სახელმწიფო სტანდარტებისა და დამკვეთის ტექნიკური დავალების საფუძველზე.

სამუშაო პროექტირების ეტაპი - სამუშაო დოკუმენტაციის შემუშავება განყოფილებათა დეტალიზაციით და მათზე დაყრდნობით გაანგარიშება. შეიცავს ყველა ნახაზს, რომელიც საჭიროა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად, ასევე სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების, დანადგარების და ა.შ. სპეციფიკაციებს.

ჩვენი მუშაობის შედეგი - პროექტირების დოკუმენტაციის სრული კომპლექტი, რომელიც შემოწმების გავლის შემდეგ ხდება პროექტის, მაგალითად, საცხოვრებელი სახლის, სპორტული ან სავაჭრო კომპლექსის, საბავშვო ბაღის ან ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის განხორციელების საფუძველი.

 

"ინოსისტემში" სამოქალაქო ნაგებობების პროექტირება

 

კომპანია „ინოსისტემისთვის“ სამოქალაქო ნაგებობების პროექტირების დაკვეთით, თქვენ მიიღებთ შემდეგ სარგებელს.

სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოების ხარჯების მინიმალიზაციას. ზუსტი საპროექტო გათვლების საფუძველზე, ჩვენ ვავითარებთ ეფექტურ საპროექტო გადაწყვეტილებებს, რაც საშუალებას მოგვცემს ოპტიმიზაცია გავუკეთოთ მოცემულ ხარჯებს ობიექტის განსაზღვრული პარამეტრების შენარჩუნებით; 3D მოდელირების გამოყენება არის შესაძლებლობა, თავიდან იქნას აცილებული გადახარჯვის რისკები და ნულამდე შემცირდეს მშენებლობის დროს შეცდომის და ხარვეზების დაშვების ალბათობა.

კომპლექსური მიდგომა. სამოქალაქო შენობების პროექტირება კომპლექსურად ხორციელდება. ყველა სამუშაოს შესრულება ხორციელდება ერთი საპროექტო ორგანიზაციის მიერ, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენი ხარჯების ოპტიმიზაცია განახორციელოთ.

კომპანიის სპეციალისტები ასევე მზად არიან განახორციელონ საავტორო ზედამხედველობა, რომელიც საშუალებას მისცემს დამპროექტებლებს პროცესის, დროისა და მუშაობის ხარისხის სრული და მკაცრი კონტროლი განახორციელოს, და მომხმარებელს - მიიღოს მაღალი ხარისხის შედეგი.