პროექტების ეტაპები
ახალი ღვინის საწარმოს მშენებლობა მნიშვნელოვანი წამოწყებაა. გათვალისწინებულ უნდა იქნეს მრავალი ფაქტორი, გადაიჭრას ბევრი საკითხი და განისაზღვროს ფინანსური დანახარჯები. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველაფერი გაკეთდეს სწორად.
შ.პ.ს. „ინოსისტემსს“ აქვს წარმატებული გამოცდილება ღვინის წარმოებების დაპროექტებასა და მშენებლობაში, წარმატებით ახორციელებს პროექტებს ღვინის საწარმოებში.
ახალი ღვინის საწარმოს დაპროექტება
დამკვეთის, მეღვინეთა გუნდის და მშენებლობის კონტრაქტორების ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ღვინის საწარმოს პროექტირების ეტაპზე. შ.პ.ს. "ინოსისტემსი" წარმოადგენს ამ ურთიერთობების მართვის პროფესიონალურ და სტრუქტურულ მიდგომას. კარგად შემუშავებული და დაგეგმილი კონცეპტუალური გადაწყვეტა, რომელიც ითვალისწინებს ყველა დაინტერესებული მხარის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, იქნება სათანადოდ შეფასებული პროექტის განხორციელების ეტაპზე.
ღვინის წარმოების ტექნიკური დავალება
საფუძვლიანი და დეტალური ტექნიკური დავალება არის ნებისმიერი პროექტისთვის მნიშვნელოვანი საწყისი წერტილი. წარმატებული ტექნიკური დავალება იმოქმედებს პროექტის ფარგლებში, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საყრდენი წერტილი, რომელიც დააკავშირებს დასრულებული პროექტის სამუშაო მაჩვენებლების მოთხოვნებსა და მიზნებს ერთმანეთთან და ზუსტად განსაზღვრავს ყველა შესაბამის ინვესტიციასა და შეზღუდვებს.
ესთეტიკა და არქიტექტურა
თვალსაჩინო მშენებლობით ღვინის საწარმომ შეიძლება დიდწილად გამოხატოს თავისი სასაქონლო ნიშანი თავისი არქიტექტურისა და საერთო ესთეტიკური თვისებების წყალობით. ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ წარმოების ფუნქციონირება და ღვინის საწარმოს სასურველი სიმძლავრე (როგორც თავდაპირველი, ასევე სამომავლო) უნდა იყოს განმსაზღვრელი საპროექტო სამუშაოების დროს. ჩვენ ვმუშაობთ მომხმარებლებთან, რათა განვავითაროთ ღვინის საწარმოს სტრუქტურის ელემენტები და მათი მდებარეობა ერგონომიკულ სტილში მაღალი წარმადობის შესაძლებლობით. ეს არის არქიტექტურული ტექნიკური დავალების საფუძველი, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევიმუშავოთ თანმიმდევრული საერთო ესთეტიკური თავისებურებანი, რაც შეესაბამება დამკვეთის მოლოდინს როგორც ფორმით, ისე ფუნქციით.
კაპიტალური დანახარჯების ხარჯთაღრიცხვის შედგენა
კაპიტალური დანახარჯების ზუსტი ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს პროექტის მასშტაბის დადგენისათვის და დანახარჯების კონტროლისათვის მშენებლობის პროცესში. შ.პ.ს. "ინოსისტემსი" მუდმივად მუშაობს ღვინის საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, მათ შორის მოდერნიზაციაზე.
პროექტებისა და მშენებლობის მართვა
შ.პ.ს. "ინოსისტემსი" ერთ-ერთი წამყვანი დამპროექტებელი კომპანიაა. ჩვენი მრავალმხრივი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს გავაერთიანოთ გამოცდილება და უნარები, რათა გავამართლოთ ჩვენი დამკვეთების მოლოდინები. ჩვენ მუდმივად ვაღწევთ თვალსაჩინო შედეგებს მჭიდრო გრაფიკისა და შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში.