+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

პროექტების ეტაპები


პროექტების ეტაპები


სოუსების წარმოების შექმნა რთული, მრავალფეროვანი და შრომატევადი პროცესია, რომელიც უნდა განვიხილოთ მთელი რიგი სოციალურ-ორგანიზაციული და საინჟინრო-ტექნიკური ხასიათის სტადიების ერთობლიობა:

ინვესტიციების დასაბუთება

საპროექტო დოკუმენტაციის შემუშავება

სოუსების წარმოების შექმნას წინ უძღვის ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება, რაც საშუალებას გვაძლევს განვახორციოლოთ შენობებისა და ნაგებობების მშენებლობა, ტექნოლოგიური დანადგარების მოწყობა, რომელიც აკმაყოფილებს წარმოების ტექნოლოგიური პროცესის ორგანიზების აუცილებელ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს შესაბამისი კვების პროდუქტის გამოშვებას.

საწარმოების, შენობებისა და ნაგებობების პროექტირება ხორციელდება ერთ ან ორ ეტაპად.

ერთეტაპიანი პროექტირება უფრო ეკონომიურია. გამოიყენება მაშინ, როდესაც შესაძლებელია სტანდარტული პროექტების გამოყენება, რომლებიც გამოირჩევა ეკონომიურად გათვლილი გადაწყვეტილებებით. ერთეტაპიანი პროექტირება აგრეთვე ხორციელდება ტექნიკურად მარტივი ობიექტების პროექტების შემუშავებისას, როდესაც პროექტირების გადაწყვეტილებები შედარებით მარტივია და შეიძლება მოკლე დროში შემუშავდეს და მიყვანილ იქნას სამუშაო დოკუმენტაციამდე.

მეორე შემთხვევაში ტექნიკურად რთული ობიექტებისთვის, რათა გამორიცხული იყოს შეცდომების დაშვება და მოხდეს დოკუმენტაციის ხარისხის გაუმჯობესება. პროექტის დოკუმენტაციის შემუშავება იწყება ძირითადი საპროექტო გადაწყვეტილებების შემუშავებით და შესაბამის განვითარებულ დოკუმენტაციას ეწოდება პროექტი (პირველი ეტაპი).

პროექტი განიხილება და მტკიცდება საპროექტო ორგანიზაციის მთავარი ინჟინრის მიერ, ექვემდებარება სახელმწიფო ექსპერტიზას და თანხმდება სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან. დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, მზადდება სატენდერო დოკუმენტაცია და ტარდება ხელშეკრულების ტენდერი ობიექტის მშენებლობისათვის. შემდეგ იდება ხელშეკრულება, ხორციელდება სამშენებლო დაფინანსება და ხდება მიღებული ძირითადი გადაწყვეტილებების დეტალიზაცია, ე.ი. მუშავდება სამუშაო დოკუმენტაცია (მეორე ეტაპი).

სოუსების საწარმოს დაპროექტებაში წამყვანი როლი ენიჭება ტექნოლოგს, რომელიც ავითარებს წარმოების ტექნოლოგიურ სქემას, ითვლის და არჩევს ძირითად დანადგარებს, აძლევს დავალებებს სპეციალისტებს -  საპროექტო ორგანიზაციის სუბკონტრაქტორებს პროექტის საერთო საინჟინრო ნაწილების შესამუშავებლად  (სამშენებლო, სამონტაჟო-ტექნოლოგიური, ელექტრო, აპარატურისა და ავტომატიზაციის, სანტექნიკის, სხვა ნაწილები). ამ დავალებების შესრულების შედეგები თანხმდება საპროექტო გადაწყვეტილებებთან.

პროექტირების დავალების მომზადების პროცესში: ყალიბდება წარმოების ტექნოლოგია, ზუსტება  პროდუქციის სპექტრი და მომავალი საწარმოს სიმძლავრე. თავის მხრივ, პროექტის შემუშავების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები ეტაპობრივად კორექტირდება პროექტის შემუშავებისას.

ამ ეტაპის მთავარი ამოცანაა სოუსების საწარმოს შექმნის ეკონომიკური მიზანშეწონილობის და ტექნიკური აუცილებლობის განსაზღვრა. ეს სექცია მოიცავს:

წარმოების შერჩეული ტექნოლოგიის საფუძველზე შედგენილია წინასწარი ესკიზური ტექნოლოგიური სქემა, რომელშიც ნაჩვენებია ძირითადი ტექნოლოგიური ოპერაციები (ეტაპები) და მათ შორის მატერიალური ნაკადები, აგრეთვე მოცემულია წარმოებისთვის საჭირო დანადგარები და აპარატები. ამ სქემის შემუშავება ემსახურება იმ ტექნოლოგიური ოპერაციების ერთობლიობის შექმნას, რომლებიც მიზნად ისახავენ კვების პროდუქტების ასორტიმენტის წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით გამოშვებას და აგრეთვე ხარისხის უზრუნველყოფით, მაგრამ მინიმალური ღირებულებით.

პროექტირების უშუალო განვითარება ხორციელდება დამპროექტებლის მიერ დამკვეთთან შეთანხმებით. დაპროექტების დავალება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

შ.პ.ს. "ინოსისტემსი" აპროექტებს სამეცნიერო და ტექნიკური უახლესი მიღწევების გათვალისწინებით, რადგან მომავალი საწარმო იყოს ტექნიკურად მოწინავე, აწარმოებდეს მაღალხარისხიან პროდუქციას შრომითი ხარჯების, ნედლეულის, მასალების, საწვავის და ენერგორესურსების მეცნიერულად დაბუთებული ნორმებით. ჩვენ ვუზრუნველყოფთ კაპიტალდაბანდების ეფექტურობას, მიწის რაციონალურ გამოყენებას, გარემოს დაცვას, სეისმურ მედეგობას, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებას.