+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

პროექტების ეტაპები


პროექტების ეტაპები


შ.პ.ს. "ინოსისტემსი" გთავაზობთ საკონსერვო საწარმოს დაპროექტებას, პროექტის შემუშავებიდან დაწყებული ტექნიკის დამონტაჟებით დასრულებული, შემდგომი  წარმოების ხაზების გაშვებით. კვების მრეწველობის საწარმოებზე დიდი მოთხოვნილებაა და მათში ჩადებული ინვესტიცია უმოკლეს დროში იძლევა მოგებას. ჩვენი კომპანია ახორციელებს ასეთი ტიპის სამრეწველო ობიექტების დაპროექტებას, მშენებლობასა და სერვისულ მომსახურებას, ყველა სამუშაო ხორციელდება მაღალ დონეზე.

საკონსერვო საწარმოს პროექტის ეტაპები

საკონსერვო საწარმოს პირველი ეტაპია დაპროექტება. განისაზღვრება მზა პროდუქტის ტიპი  - ეს შეიძლება იყოს ხორცის, თევზის, ბოსტნეულის სხვადასხვა ტიპის კონსერვი. ხდება ტერიტორიის  დაგეგმარება და დანადგარების განსაზღვრა: საწარმოს დასჭირდება ნედლეულის საამქრო, წარმოების განყოფილება, დამარილების განყოფილება, საყინულე და სამაცივრე საკნები, ლაბორატორია, ანტისეპტიკური დამუშავების განყოფილება, მზა პროდუქციის საწყობი და სხვა სათავსოები.

დაპროექტებისას გაანგარიშებული უნდა იქნეს სამშენებლო უბნის საჭირო ფართობი,

შენობების კონსტრუქცია და საჭირო კომუნიკაციები.

ჩვენ გთავაზობთ სრულ მომსახურებას საკონსერვო საწარმოს მშენებლობისთვის:

შეკვეთის შესრულების შედეგი იქნება გაშვებისთვის სრულად მომზადებული საწარმო, რომელიც გახდება დამკვეთის მუდმივი შემოსავლის წყარო.

შ.პ.ს. „ინოსისტემსთან“ თანამშრომლობის უპირატესობა

ჩვენი დამკვეთებს გარანტირებული აქვთ მშენებლობის ორგანიზების კომპლექსური მიდგომა. ჩვენ ვუზრუნველყოფთ შეთანხმებულობასა და თანმიმდევრულობას ობიექტზე. სამუშაოები დასრულდება დაგეგმილ დროში. საკონსერვო საწარმო, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკით, შეძლებს მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოშვებას.  ის სწრაფად დაიმსახურებს მომხმარებელთა ნდობას.

ჩვენი კომპანია ახორციელებს  დიდ შეკვეთებს უმაღლეს დონეზე. სამუშაოები ხორციელდება ხარჯთაღრიცხვასთან მკაცრი შესაბამისობით, მინიმალური ხარჯები საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სასურველი შედეგი.