+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

პროექტების ეტაპები


პროექტების ეტაპები


სასათბურე მეურნეობის კომპლექსური გადაწყვეტა

შ.პ.ს. „ინოსისტემსი“ სპეციალიზირებულია, როგორც სათბურის, ასევე სასათბურე კომპლექსების დაპროექტებასა და მშენებლობაში. სამუშაობის განსახორციელებლად ვიყენებთ  მსოფლიოში დანერგილ თანამედროვე აგროტექნიკურ გადაწყვეტილებებს.

ჩვენ ვახორციელებთ სამუშაოების მთელი კომპლექს, რაც საჭიროა თანამედროვე სასათბურე მეურნეობის ასაგებად:

მოწინავე სათბურის კომპლექსები და ინოვაციური გადაწყვეტილებები

შ.პ.ს. „ინოსისტემსის“ მიერ შემუშავებული კომპლექსები შექმნილია იმისათვის, რომ გამოყენებულ იქნას ეფექტური ტექნოლოგიები პროდუქციის ფართო სპექტრის საწარმოებლად. ესენია: ნებისმიერი სახის კენკრა, ბოსტნეული, მწვანე კულტურები, ყვავილები.

ყველა სახის მცენარე შეიძლება გაიზარდოს 2-5-ჯერ შემცირებული მცენარეულ-ტექნოლოგიური ციკლით. სათბურის საწარმოო და ტექნოლოგიური მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ წლიური უწყვეტი საწარმოო ციკლი.

სათბურებში მცენარეთა ზრდა-განვითარება ავტომატიზირებულია. ნიადაგისა და ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობის დონე, ჰაერის გაცვლის ინტენსივობა, სინათლის რაოდენობა, საკვები ნივთიერებების მიწოდება - ყველაფერი ეს კონტროლირდება აღმასრულებელი და საკონტროლო მოწყობილობით.

სასათბურე მეურნეობის ყველა აგროტექნიკური პარამეტრი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს (CE, ISO).

პროექტირების ეტაპები

სასათბურე კომპლექსის პროექტირება შედგება რამდენიმე ეტაპისგან. თითოეული ეტაპი მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას. გაანგარიშების დროს გამოიყენება კონკრეტული მონაცემები, რომელთა მოწოდებას მომხმარებელი უზრუნველყოფს. დეტალური პარამეტრები საშუალებას იძლევა ოპტიმალურად განვათავსოთ მომავალი კოსტრუქციის ძირითადი ელემენტები. სამრეწველო სათბურის პროექტირება ხორციელდება კლიენტის ტექნიკური დავალებისა და დეტალური სპეციფიკაციის გათვალისწინებით. ასეთი მიდგომა საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად ზუსტად გამოვთვალოთ მომავალი პროექტის ყველა წვრილმანი  და ნიუანსი, რომლებიც მოიცავს ადგილობრივი კლიმატის, ტერიტორიის რელიეფის და სასოფლო-სამეურნეოკულტურების სახეობების თავისებურებებს.

სათბურის პროექტირება

სათბურების პროექტირება და მონტაჟი ხორციელდება კლიენტის ტექნიკური დავალების და სპეციფიკაციების გათვალისწინებით, რაც აგრეთვე მოიცავს:

კულტურის ტიპს;

რეგიონის კლიმატს;

ლანდშაფტის პირობებს და სხვ.