პროექტების ეტაპები
ჰორეკას საწარმოს შექმნა იწყება საწარმოს ფორმატის (სასტუმრო, რესტორანი, კაფე, ბარი, სასადილო, პიცერია, სწრაფი კვების ობიექტები, ფუდ თრაკი) და მისი ღირებულებითი კატეგორიის განსაზღვრით - ეს აუცილებელია ფინანსური ინვესტიციების გაანგარიშებისათვის. შემდეგ ხდება ძირითადი და დამხმარე ნაგებობების დაგეგმვა, პროფესიონალური აღჭურვილობის შერჩევა. მნიშვნელოვანია, შეიქმნას ორიგინალური კონცეფცია, რათა გამოირჩეს მრაფალფეროვან მსგავს დაწესებულებებს შორის და მიიქციოს პოტენციური კლიენტების ყურადღება.
შ.პ.ს. „ინოსისტემსის“ სპეციალისტები, რომლებსაც აქვთ უდიდესი გამოცდილება პროექტირებაში და ღრმა ცოდნა პროფესიულ, სავაჭრო და ტექნოლოგიურ დანადგარებში, დაგეხმარებიან წარმატებული კვების დაწესებულების შექმნაში. დანადგარების გამოყენების ნიუანსების საფუძვლიანი ცოდნა საშუალებას გაძლევთ, პროექტირების ეტაპზევე მოხდეს მათი ოპტიმალური განლაგება, კომუნიკაციის დაართების ადგილების მონიშვნა და ისეთი ტექნიკისა და ინვენტარის შერჩევა, რომელიც მორგებული იქნება თქვენ დაწესებულებასთან.
ჩვენი კომპანიის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ ახალი წარმატებული საწარმოს შექმნა, არამედ არაეფექტურად ფუნქციონირებადი ობიექტის რეკონსტრუქცია ან ქსელის ახალი ფილიალის გახსნა. შ.პ.ს.„ინოსისტემსის“ არქიტექტორები და ტექნოლოგები თქვენ დახმარებას გაგიწევენ საპროექტო სამუშაოების ყველა ეტაპზე. შ.პ.ს. „ინოსისტემსის“ ფლობს შესაბამის რესურსს, რომლითაც შეუძლია ნებისმიერი სირთულის პროექტის განხორციელება სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში არსებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
შ.პ.ს. „ინოსისტემსი“ გთავაზობთ სასტუმროს და რესტორნის დიზაინს და პროექტირებას საერთაშორისო სტანდარტებით:
სასტუმროს და რესტორნის კონცეფციის შემუშავება;
პროექტის და დიზაინ-პროექტის კონსულტაცია;
მშენებლობა/რემონტის ხარისხის კონტროლი სტანდარტების შესაბამისად;
სუსტი დენების პროექტის კონსულტაცია (სახანძრო, სატელეფონო, ფონური გახმოვანება, სატელევიზიო,Wi-Fi , CCTV, სასერვერო);
ვენტილაცია, კონდინცირება, გათბობის პროექტის კონსულტაცია;
ყველა დეპარტამენტისთვის აღჭურვილობის განსაზღვრა, კონსულტაცია და შეძენა;
ჩვენი თანამშრომლობის დასრულებისას თქვენ მიიღებთ:
გამართულ სასტუმროს და სარესტორნე კომპლექსს;
დამტკიცებულ ბიზნეს გეგმას;
სტაბილურ, რენტაბელურ ბიზნესს;