პროექტების ეტაპები
ხილის შრობის საწარმო არის არქიტექტურული და კონსტრუქციული გადაწყვეტილებების (სანიტარული მოთხოვნების გათვალისწინებით) კომპლექსური შემუშავება. გასათვალისწინებელია ტექნოლოგიური აღჭურვილობის არჩევა, ნაგებობის ფუნქციონალურობა, მოხმარებული ელექტროენერგიის, გათბობის, წყლისა და შრომის რესურსები.
მშრალი ხილის მიღების პროცესი მოიცავს რამდენიმე ეტაპს, მაგრამ ისინი შეიძლება განსხვავდებოდეს პროდუქტის ტიპის მიხედვით:
- ნედლეულის მომზადება - რეცხვა და დაჭრა საჭიროების შემთხვევაში;
- კურკის მოცილება - ეტაპი, რომელისთვისაც საჭიროა სპეციალური დანადგარი, რათა შენარჩუნდეს ნაყოფის მთლიანობა;
- გულის მოცილება - ეს ეტაპი განკუთვნილია ვაშლის, მსხლის გაშრობისას, ასევე გამოიყენება სპეციალური დანადგარი ხილის ჭრის შესაძლებლობით, რათა მოხდეს დროის დაზოგვა, თუმცა ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს ხელის შრომის გამოყენებით;
- კენკრის დაშორიშორება ღეროვანი ნაწილისგან (მაგ. ყურძნის შემთხვევაში) - ხელით ან დანადგარით, ამასთანავე მარცვლები უნდა დარჩეს მთელი;
- ხარშვის პროცესი - 5 წუთამდე, რათა შენარჩუნდეს ყველა სასარგებლო თვისება. მიიღება გლუვი, მბზინავი ხილი;
- შრობა საშრობ დანადგარზე, მაგრამ შეიძლება ხილის შრობა თავდაპირველად ჰაერზე (თუ ამინდი გვაძლევს ამის საშუალებას) ბადეებზე და შემდეგ იქნას გამოყენებული საშრობი საკანი.
მზა პროდუქცია შეინახეთ მომზადებულ საწყობში. ხილის შრობის წარმოება გულისხმობს დაფასოებული საქონლის რეალიზაციას მცირე პარკებში (აუცილებელია დასაფასოებელი დანადგარი) ან წონის მიხედვით.
ხილის შრობის საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- 5 ან მეტი თავისუფალი სათავსო;
- კანალიზაცია, წყალმომარაგება და სამფაზიანი ელექტროგადამცემი ქსელი;
- ოფისი და ოთახები პერსონალისთვის - უნდა გამოიყოს ოთახი კომპანიის ხელმძღვანელისთვის.
თუ გადაწყვეტთ ხილის შრობის სერიოზული წარმოების გახსნას, ბიზნესი უნდა მოიცავდეს სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე საამქროს. ესენია:
- მოსამზადებელი;
- დამამუშავებელი;
- საშრობი;
- დასაფასოებელი;
- მზა პროდუქციის შესანახი საამქრო - სათავსო, რომელიც ჰერმეტულად არის დამუშავებული, ლითონის ფურცლებით არის დაფარული. ეს ზომები საჭიროა, რათა პროდუქცია დაცული იყოს მღრღნელებისგან.
გათვალისწინებული უნდა იქნეს ოფისი და ოთახები პერსონალისთვის. წარმოებას უნდა ჰქონდეს საკანალიზაციო სისტემა და სამფაზიანი ელექტროგადამცემი ქსელი.
ჩვენი კომპანიის დახმარებით შეძლებთ დაპროექტების ყველა ეტაპის გავლას. კომპანია „ინოსისტემსის“ არქიტექტორები და ტექნოლოგები თქვენთან ერთად იქნებიან დაპროექტების სამუშაოების ყველა ეტაპზე.