პროექტების ეტაპები
მეცხოველეობის ნაგებობების დაპროექტებისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს ყველა პატარა დეტალი. მათზეა დამოკიდებული, როგორც ცხოველთა ჯანმრთელობა, მათი პროდუქტიულობა და პროდუქციის ხარისხი და ასევე ფერმის რენტაბელურობა. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ფერმის ექსპლუატაცია. რაც უფრო მოსახერხებელია ცხოველთა მომსახურება და ტექნიკის მოხმარება, მით ნაკლები დანახარჯების გაწევა ხდება ექსპლუტაციაზე და შესაბამისად უფრო იაფია პროდუქცია და უფრო მაღალია მეწარმის მოგება.
პროექტის შემუშავება
ჩვენ ვახორციელებთ კომპლექსურ პროექტს, მათ შორის:
- ტერიტორიის დაგეგმვა (საერთო გეგმის შემუშავება),
- არქიტექტურული დაპროექტება,
- კონსტრუქციული გადაწყვეტილებები,
- ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები,
- საინჟინრო ქსელების დაპროექტება,
- მეცხოველეობისთვის საჭირო დანადგარების შერჩევა,
- ობიექტების რეკონსტრუქცია.
შენობებისა და ნაგებობების გაანგარიშება რძის ფერმისათვის.
რძის ფერმის დაპროექტების სამუშაოების დაწყებისას აუცილებელია განისაზღვროს მეწველი საქონლის თავების რაოდენობა, შეირჩეს მოვლა-შენახვის მეთოდი, უნდა გადაწყდეს რა რაოდენობის საქონელი უნდა იყოს ფერმაში: როგორ უნდა დაკომპლექტდეს ფარა, მოხდება თუ არა ხარისა და წუნდადებული ძროხების გამოკვება.
და შემდეგ ჩვენ განვსაზღვრავთ ფერმის ძირითადი ნაგებობების რაოდენობასა და ზომებს:
- საძროხეები, სადაც შესაძლებელი იქნება ძროხის გასეირნება - ძროხის დაბმის შემთხვევაშიც საჭიროა დღეში რამდენიმე საათით გასეირნება,
- სამშობიარო განყოფილება, ხბოებისთვის პროფილაქტიკის ჩატარების შესაძლებლობით,
- ხბოების სათავსო,
- რძის განყოფილება,
- ობიექტები სხვადასხვა საკვების შესანახად,
- საწყობები დასაფენი მასალის (ნახერხი, ჩალა, ტორფი) შესანახად,
- ფუნის შესანახი.
და ასევე დიდი რაოდენობის ცხოველების არსებობის შემთხვევაში ფერმა შეიძლება აღვჭურვოთ:
- ვეტერინარული განყოფილებით,
- სანიტარული სასაკლაოთი.
დამხმარე შენობიდან უნდა გავითვალისწინოთ:
- სადეზინფექციო ბარიერები ფერმის შესასვლელსა და გამოსასვლელში,
- ფერმის შემოღობვა,
- გადახურვა ტექნიკისთვის,
- წყალმომარაგებისა კვანძი,
- ფერმაში ელექტროენერგიის და სითბოს მიწოდების სადგური,
- შენობა თანამშრომლებისთვის,
- ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის.
სახორცე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმის შენობისა და ნაგებობების გაანგარიშება
ძალიან მნიშვნელოვანია ოპტიმალური ტექნოლოგიის არჩევა ამ ფერმისათვის. ეს შეიძლება იყოს სრული ციკლის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება სახორცე მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალიზებული ჯიშებისთვის: დამაკებული საქონლის შენახვა, ხბოს მიღება, ხბოების დედის რძით გამოკვება, მათი გაზრდა 10-12 თვემდე და სასურველ კონდიციამდე კვება 14-18 თვემდე. ამის შემდეგ, პირუტყვი გადადის სასკლაო განყოფილებაში.
ხბოს გაზრდა ხორციელდება საფეხმავლო მეთოდით, ხოლო საბოლოო დამუშავება - დახურულ შენობაში, პირუტყვისთვის გადაადგილების შეზღუდვით.
სრული ციკლის ფერმას ჩვენ ვუზრუნველყოფთ:
- სათავსოებით ძროხებისთვის, რომლებმაც უკვე გაზარდეს ხბოეები,
- სათავსოებით მაკე ძროხებისთვის,
- სათავსოებით ძროხებისთვის, რომლებიც ზრდიან ხბოებს,
- სამშობიარო განყოფილებით ძროხებისთვის და მათი ახალშობილი ხბოებისთვის,
- სათავსოებით ხბოების გაზრდისთვის და საკვები განყოფილებით.
აგრეთვე აუცილებელია ფერმაში დამონტაჟდეს:
- საწყობები ყველა სახის საკვებისთვის,
- ფუნის შესანახი.
აუცილებელია დამხმარე ნაგებობების გათვალისწინება:
- ვეტერინარული განყოფილება,
- სადეზინფექციო ბარიერები ფერმის შესასვლელსა და გამოსასვლელში,
- ფერმის შემოღობვა,
- გადახურვა ან შენობა ტექნიკის მომსახურებისთვის,
- წყალმომარაგების კვანძი,
- ფერმაში ელექტროენერგიის და სითბოს მიწოდების სადგური,
- შენობა თანამშრომლებისთვის,
- ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის.
დანადგარები. ჩვენ ვარჩევთ ძირითად ტექნოლოგიურ დანადგარებს, იმის გათვალისწინებით, რომ მათ უწყვეტად უნდა იმუშაონ მთელი წლის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ ვარჩევთ მხოლოდ იმ დანადგარებს, რომელთა მწარმოებლებიც სარგებლობენ კარგი რეპუტაციით და შეუძლიათ აგრეთვე უზრუნველყონ მონტაჟი და მომსახურება.
პროექტირება ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი მარეგულირებელი დოკუმენტების ნორმების შესაბამისად.
შექმნისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დავუშვათ ხშირად გავრცელებული შეცდომები, იმის სურვილით, რომ დავზოგოთ თანხა ან უგულველყოთ ცხოველთა საჭიროებანი. ეს შეცდომები შემდეგ შეიძლება უფრო ძვირად დაგვიჯდეს.
მეცხოველეობის და სხვა დამხმარე ნაგებობების დაპროექტების თავისებურებების შესრულება ხორციელდება ტექნიკური დავალებისა და მიღებული გადაწყვეტილებების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებით.
დაპროექტების თანმდევი მომსახურება
ტექნოლოგიის შემუშავება თქვენი მეურნეობისთვის თქვენი რაიონის თავისებურების გათვალისწინებით;
თქვენი მეურნეობის ტექნოლოგიური ჯგუფისთვის ცხოველთა ოპტიმალური რაციონის შემუშავება ადგილობრივ კვების ბაზაზე დაყრდნობით.