საკონდიტრო კაფე ,,კაპრიჩიო"
კაფე საკონდიტრო „კაპრიჩიო“ დაარსდა 2010 წელს. მან მალევე შეძლო ქართულ ბაზარზე ადგილის დამკვიდრება და მომხმარებლის სანდოობისა და მოწონების დამსახურება, რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვის სპეციალისტთა იმ ჯგუფს, რომლის ერთი ნაწილი გამოეყო „ტბილ ქვეყანას“ და დააფუძნა საკონდიტრო კაფე „კაპრიჩიო“. საკონდიტრო კაფე „კაპრიჩიო“ ორიენტირებულია ფენოვანი ცომის სხვადასხვა სახის ასორტიმენტზე -როგორებიცაა: ფენოვანი ცომი, კრუასანები, დენიშები სხვადასხვა შიგთავსებით, ხილის კრემიანი ნამცხვრები, ტორტები სხვადასხვა სახის შითავსით და დიზაინით.
კომპანია შპს „ინოსისტემმა“ აღნიშნული საწარმოს პროექტისათვის შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის მიერ შეასრულა შესაბამისი სამუშაოები
1.ტექნიკურ ნაწილში ფენოვანი ცომისთვის თანამედროვე ტექნოოგიური დანადგარების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის.
2.ტექნოლოგიურ ნაწილში ფენოვანი ცომის ასორტიმენტების შერჩევა, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი საქართველოს ბაზარზე უკვე არსებულ ასორტიმენტან შედარებით.
- შერჩეული ასორტიმენტიის და ტექნოლოგიური დანადგარების შესაბამისად ინოვაციური თანამედროვე ტექნოლოგიების მოძიება და შემუშავება.
- შერჩეული ასორტიმენტის მიხედვით, შესაბამისი სტანდარტული დოკუმენტის მოძიება-დამუშავება და წარმოებაში პრაქტიკულად დანერგვა, ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით. ეს კი საბოლოოდ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ადამინისათვის მის კვებით უსუსაფრთხოებას.