+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

საკონდიტრო ,,თბილკონდიტერი"


საკონდიტრო ,,თბილკონდიტერი"


პროექტის დაკვეთა მოხდა 2012წლის აგვისტოში

 

დაკვეთის  საგანს წარმოადგენს ქ. თბილისში საკონდიტრო საწარმოს პროექტის შემუშავება, მისი აღჭურვა უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიებით, დანადგარებით და ახალი ასორტიმენტის სახეობებით.

2012 წელს   კომპანია ,,ინოსისტემსის,,  პროფესიონალ სპეციალსტთა  გუნდის მიერ დაარსდა (ნოსტალგიური სახელის) საკონდიტრო ფაბრიკა „თბილკონდიტერი“.

  მან მალევე შეძლო ქართულ ბაზარზე ადგილის დამკვიდრება და მომხმარებლის სანდოობისა და მოწონების დამსახურება, რომელიც დღეისათვის საკონდიტრო მრეწველობის ფერხულშია ჩაბმული.  

      კომპანია ,,ინოსისტემსს,,  მოუხდა შემდეგი ძირითადი საკითხების გადაჭრა:   

   1.ტექნიკურ -ტექნოლოგიურ  ნაწილში     მოხდა  საჭირო  დანადგარების, მასალების   და  დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება  და  შეთავაზება    დამკვეთისათვის მისი  წარმოებაში დანერგვის კუთხით, როგორებიცაა:

  1.1.ტექნიკურ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიური და ნადგარების შერჩევა და   გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის.

1.2.ტექნოლოგიურ ნაწილში -  შერჩეული  ტექნოლოგიური დანადგარების  შესაბამისად  ახალი  ასორტიმენტების  და  ინოვაციური  ტექნოლოგიების  მოძიება და წარმოებაში დანერგვა , რომლის  შედეგადაც  წარმოებული  პროდუქცია იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი   როგორც  ადგილობრივ ბაზარზე არსებულ , ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული    პროდუქციის ასორტიმენთან შედარებით.

  1. შესაბამისი აულილებელი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება წარმოებაში პრაქტიკულად დანერგვისათვის- ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის  წარმოებას და ადამიანის  კვებით უსაფრთხოებას.