ხილ-ბოსტნეულის შესანახი მაცივარი
დამკვეთი:ტარიელ რობიშვილი
პროექტის დაკვეთა მოხდა 2017 წლის 15 სექტემბერს
პროექტის დამუშავება დამთავრდა 2017 წლის15 ნოემბერს
კომპანია ,,ინოსისტემმა,, დამკვეთს მიაწოდა სრული ინფორმაცია მაცივარში ხილ-ბოსტნეულის შენახვის ტექნოლოგიებზე - მათ შორის შენახვის ტემპერატურულ რეჟიმეზე და ვადებზე.
ხილსა და ბოსტნეულში ყველა მიმდინარე ბიო-ქიმუყრი პროცესები დამოკიდებულია ტემპერატურის ცვალებადობაზე. მაღალ ტემპერატურაზე ინტერსიულად მიმდინარეობს პროდუქტში ნივთიერებათა ცვლა, იკარგება ვიტამინები, ორგანული ნივთიერებები, შედეგად ხილი და ბოსტნეული იწვევს სწრაფ დაბერებას და ხდება მოხმარებისათვის უვარგისი, ამისათვის მათ შესანახად აგებენ სპეციალურ შენობებს, მაცივრებს , ხელოვნური სიცივის გამოყენებით.
ახლად მოკრეფილი ხილ-ბორტნეული ინახება ყუთებში ან სხვა ტარაში მოთავსებული მზისაგან დაცულ, ბნელ, საჭირო ტენიანობის, ტემპერატურისა და ვენტილაციის მქონე სპეციალურ სათავსებში.
ხილ-ბორტნეულის სახეობიდან გამომდინარე, მათი შესანახი ტემპერატურული რეჟიმი მერყეობს 3°-იდან 12°C-მდე, ხოლო ჰაერის ტენიანობის მაჩვენებელი 70-იდან 95%-მდე.
ხილ-ბოსტნეულის შესანახი სპეციალიზებული სტაციონარული საცავები უნდა აღიჭურვოს სავენტილაციო დანადგარებით, რომლებშიც არსებული ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად შესაძლებელი იქნება პროდუქციის თითოეული სახეობისათვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმისა და ფარდობითი ტენიანობის შექმნა.
მაცივარი არის რთული ინჟინრული ნაგებობა.
1.მცირე ზომის მაცივარი 500 ტონამდე ტევადობის
2.საშუალო ზომის მაცივარი 5000 ტონამდე ტევადობის
- დიდი ზომის მაცივარი 5000 ტონაზე მეტი ტევადობის
გაყინული ხილ-ბოსტნეული ინახება -18°C ტემპერატურაზე, ჰაერის 90-95% ფარდობითი ტენიანობის სათავსში 9-12 თვის განმავლობაში, საცალო ქსელში მათ ინახავენ –12°C ტემპერატურის პირობებში 3-5 დღე. 4