+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ფონიჭალა - ბურბუშელის წარმოება


ფონიჭალა - ბურბუშელის წარმოება


დამკვეთი: „ბელფუდი“

პროექტის დაკვეთა მოხდა 2015 წლის აგვისტოში.

პროექტის დამუშავება დამთავრდა 2015 წლის სექტემბერში.

კომპანია შპს „ინოსისტემმა“ აღნიშნული საწარმოს პროექტისათვის შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის მიერ შეასრულა შესაბამისი სამუშაოები, როგორც არქიტექტურული, ისე ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებით.

დამუშავდა საწარმოს არქიტექტურული პროექტი.

ტექნიკურ-ტექნოლოგიურ ნაწილში კი მოხდა საჭირო მასალების და დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება და შეთავაზება დამკვეთისათვის მისი წარმოებაში დანერგვის კუთხით, როგორებიცაა:

ტექნიკურ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის.

ტექნოლოგიურ ნაწილში განხორციელდა შერჩეული ტექნოლოგიური დანადგარების შესაბამისად ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შერჩევა, რომლის შედეგადაც წარმოებული პროდუქცია იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი, როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებულ, ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენთან შედარებით.

შესაბამისი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება და წარმოებაში პრაქტიკულად დანერგვა ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ადამიანის კვებით უსაფრთხოებას.