შოკოლადის საწარმო
დამკვეთი: ,,ქართული შოკოლადი,,
პროექტის დაკვეთა მოხდა 2016 წლის 9 თებერვალს
პროექტის დამუშავება დამთავრდა 2016 წლის 9 მარტს
დაკვეთის საგანს წარმოადგენს- შოკოლადის საწარმოს პროექტირება.
კომპანია შპს „ინოსისტემმა“აღნიშნული საწარმოს პროექტისათვის შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის მიერ შეასრულა შესაბამისი სამუშაოები როგორც არქიტექტურული ისე ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებით .
- დამუშავდა საწარმოს არქიტექტურული პროექტი.
- ტექნიკურ -ტექნოლოგიურ ნაწილში კი მოხდა საჭირო მასალების და დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება და შეთავაზება დამკვეთისათვის მისი წარმოებაში დანერგვის კუთხით, როგორებიცაა:
- ტექნიკურ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის.
- ტექნოლოგიურ ნაწილში - შერჩეული ტექნოლოგიური დანადგარების შესაბამისად ახალი ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ახალი ასორტიმენტების ნომენკლტურის შერჩევა, რომლის შედეგადაც წარმოებული პროდუქცია იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებულ , ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენთან შედარებით.
- შესაბამისი აულილებელი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება და დამუშავება წარმოებაში პრაქტიკულად დანერგვისათვის- ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ადამიანის კვებით უსაფრთხოებას.