სპირტის ქარხანა -სამცხე ჯავახეთში
დამკვეთი: ფიზიკური პირი - ნანა ზუბაშვილი
კარტოფილის სპირტის ქარხანა სამცხე ჯავახეთში (ახალციხე)
პროექტის დაკვეთა მოხდა 2018 წლის 31 მარტს
პროექტის დამუშავება დასრულდა 2018 წლის მაისში.
დაკვეთის საგანს წარმოადგენს შემკვეთის დავალებით კომპანია შპს „ინოსისტემსის“ მიერ, სამცხე-ჯავახეთში დაპროექტდეს სპირტის საწარმო, წარმადობით 1ტ. მზა პროდუქცია(კარტოფილის სპირტი 96%-ანი) 24სთ-ში.
კომპანია შპს „ინოსისტემმა“ აღნიშნული საწარმოს პროექტისათვის შესაბამისი დარგის პროფესიონალ -სპეციალისტთა გუნდის მიერ შეასრულა სამუშაოები შემდეგი მიმართულებებითით , როგორებიცაა:
1.საძიებო სამუშაოები
2,არქიტექტურული ნაწილი
3.კონცეპტუალური დიზაინის ესკიზი
4.კონსტრუქციული ნაწილი
5.პროექტის საინჟინრო ნაწილი
6.ტექნიკურ -ტექნოლოგიურ ნაწილი
ტექნიკურ -ტექნოლოგიურ ნაწილში კი მოხდა საჭირო მასალების და დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება და შეთავაზება დამკვეთისათვის მისი წარმოებაში დანერგვის კუთხით, მათ შორის:
6.1.ტექნიკურ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიური და ნადგარების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის.
6.2. ტექნოლოგიურ ნაწილში - შერჩეული ტექნოლოგიური დანადგარების შესაბამისად ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შერჩევა, რომლის შედეგადაც წარმოებული პროდუქცია იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებულ , ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენთან შედარებით.
7.შესაბამისი აულილებელი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება წარმოებაში პრაქტიკულად დანერგვისათვის- ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ადამიანის კვებით უსაფრთხოებას.