+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

დედოფლის წყარო - მეცხოველეობა


დედოფლის წყარო - მეცხოველეობა


კახეთის ეკონომიკაში მეცხოველეობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ამასთანავე, კახეთს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი განეკუთვნება საქართველოს მეცხოველეობაში. ამ დარგის განვითარებას ხელს უწყობს საძოვრებისა და სათიბების მასივების არსებობა, აგრეთვე იმ სასოფლო-სამეურნეო კულტურების გამოყენება ცხოველთა საკვებად, რომლებიც კახეთში იწარმოება.

მსხვილფეხა პირუტყვი

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობის მიხედვით კახეთი მეოთხე რეგიონია საქართველოში იმერეთის, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის შემდეგ. კახეთის რაიონებს შორის მსხვილფეხა პირუტყვის სულადობით გამოირჩევიან საგარეჯო, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი და ახმეტა.

სულ უფრო მზარდ მნიშვნელობას იძენს რძის წარმოება. მსოფლიო ბაზარზე რძის ფხვნილის გაძვირებამ აამაღლა გადამამუშავებელი საწარმოების მოთხოვნა ადგილობრივ საღ რძეზე. ამას მოჰყვა რძის შემკრები ცენტრების ქსელის გაფართოვება კახეთსა და ქვემო ქართლში.

კახეთის რეგიონში  რძის წარმოების მიხედვით საგარეჯოს ,დედოფლისწყაოს,ლაგოდეხის, და ახმეტის მუნიციპალიტეტები ლიდერობენ, თუმცა დანარჩენ მუნიციპალიტეტებშიც შეინიშნება მზარდი ტენდენცია.  წველადობის მაჩვენებელი, რომელიც წელიწადში 1.2 ტონას უტოლდება ფურზე. საქონლის პროდუქტიულობის გასაზრდელად საჭიროა საკვები ბაზისა და ვეტერინარული მომსახურების დონის ამაღლება. აგრეთვე საჭიროა პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესება და ფურების დახბოიანების პერიოდის წანაცვლება ზამთარში რძის რაოდენობის გასაზრდელად.

ღორი

ღორის სულადობისა და ხორცის დამზადების მიხედვით საქართველოში სამეგრელოს, კახეთისა და  იმერეთის რეგიონებია წამყვანი. კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მზადდება ღორის ხორცი, თუმცა ამ მაჩვენებლით გამოირჩევა  ყვარელი, თელავი, დედოფლისწყარო, ახმეტა და ლაგოდეხი, სადაც ღორის საკვებად ტყის რესურსის გამოყენება ხდება. კახეთის რვა მუნიციპალიტეტიდან ექვსში დამზადებულმა ღორის ხორცის რაოდენობამ გადააჭარბა საქონლის ხორცის ოდენობას. ეს მიუთითებს ერთი მხრივ, დიდ მოთხოვნაზე მოცემულ პროდუქტზე, ხოლო მეორე მხრივ - მეღორეობის მნიშვნელოვან წვლილზე კახეთის ეკონომიკაში,

ცხვარი

 კახეთის შიგნით მეცხვარეობის წამყვანი მუნიციპალიტეტებია საგარეჯო, დედოფლისწყარო და  ახმეტა. თუმცა ცხვრისა და თხის გარკვეული რაოდენობა ყველა მუნიციპალიტეტშია დაფიქსირებული და იგი აჭარბებს ღორის რაოდენობას.კახეთში მეცხვარეობის ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს. ცხვრის სულადობის მიხედვით კახეთი აჭარბებს საქართველოს სხვა რეგიონებს. ამ დარგის განვითარებას ხელს უწყობს ზაფხულისა და ზამთრის საძოვრების არსებობა

მეცხოველეობის  კიდევ უფრო განვითარებისათვის საჭიროა  ჯიშთსაშენების, ხელოვნური დათესვლის პუნქტების  შექმნა. რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე ფერმების აშენებას. მოხდება ინვესტიციების მოზიდვა რძისა და რძის პროდუქტების თანამედროვე საწარმოების შექმნაში და ხორცის წარმოებაში.