ახალციხე - მეცხოველეობა
რეგიონში კონცენტრირებულია ქვეყანაში არსებული მთელი პირუტყვის დაახლოებით 9%-14%. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობის ზრდის ტენდენცია შესამჩნევია ახალციხეში, ნინოწმინდაში. ღორების რაოდენობა გაცილებით მეტია ახალციხეში სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, მათი რაოდენობა თითქმის ორჯერ მეტია. ძირითადად გავრცელებულია ადგილობრივ ფერმერებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მეგრული და ეგრეთწოდებული ადგილობრივი ჯიშები. ხელოვნური განაყოფიერება ნაკლებადაა განვითარებული და შეჯვარება ძირითადად, უკონტროლოა. ეს იწვევს ჯიშის დეგენერაციას და უარყოფითი გავლენა აქვს პირუტყვის პროდუქტიულობაზე, ჯანმრთელობაზე, ორგანიზმის რეზისტენტულობასა და ზრდა-განვითარებაზე.
საქონელს ზამთარში, ძირითადად, თივით კვებავენ, არ იყენებენ სილოსს და იშვიათად იყენებენ კომბინირებულ საკვებს, რისი ნაკლებობაც საქონლის დაბალპროდუქტიულობასა და წონაში დაკლებას იწვევს
რ. სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მნიშვნელოვანი წილი აქვს მეცხოველობის პროდუქციის მთლიან წარმოებაში; მეცხოველეობის მთლიანი პროდუქციის დაახლოებით 8-17% მოდის რეგიონზე. ეგიონში წველადობის საშუალო მაჩვენებელი, ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე დაახლოებით 15%-ით მაღალია.
საძრეგიონში მნიშვნელოვანი პრობლემაა საძოვრების დეგრადირება. ძირითადად საძოვრები საერთო სარგებლობაშია და მათთვის დამახასიათებელია სხვასასხვა სახის პრობლემები.საძოვრების პროდუქტიულობა საგრძნობლად არის შემცირებული. საძოვრების მარტივი როტაციის სისტემის დანერგვასაც კი შეუძლია შეამციროს ნიადაგის ეროზია მაქსიმუმ 15%-ით პირველი წლის განმავლობაში და დამატებით 5%-ით ყოველ მომდევნო წელს 5 წლის განმავლობაში, ხოლო კვებითი მოცულობა შეიძლება გაიზარდოს 20%-ზე მეტით, რაც შეამცირებს გადაძოვებას.