+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ყველა ტიპის სასაკლაოს პროექტირება


ყველა ტიპის სასაკლაოს პროექტირება


ხორცის პირველადი გადამუშავების სტანდარტების დაცვა სურსათის უვნებლობის მართვის ერთ-ერთი ძირითადი ეტაპია. ამისათვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურის — სასაკლაოების არსებობა.

საქართველოს მასშტაბით 90-მდე ცხოველთა სასაკლაო მოქმედებს, რომლებშიც ეტაპობრივად მიმდინარეობს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა.

მომხმარებლის ინტერესების დაცვის და უვნებელი ხორცით უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია წარმოების მთლიანი ჯაჭვის — ფერმიდან სუფრამდე -კონტროლი.

სამომხმარებლო ბაზარზე მიკვლევადი და უვნებელი ხორცის მოხვედრის ძირითადი წინაპირობა ცხოველის სასაკლაოზე ვეტერინარის ზედამხედველობით დაკვლაა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სასაკლაოებზე ვეტერინარული ზედამხედველობით დაკლული ცხოველების რაოდენობამ 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, 25 პროცენტით მოიმატა. (2015 წელს ვეტერინარული ზედმხედველობით 216 ათასი სული პირუტყვი დაიკლა, 2014 წელს კი, 150 ათასი)