+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

სამოქალაქო და სხვა ნაგებობები


სამოქალაქო და სხვა ნაგებობები


სამოქალაქო მშენებლობა არის სამშენებლო დარგი, რომელიც ჩართულია სამოქალაქო შენობებისა და ნაგებობების მშენებლობაში.

სამოქალაქო მშენებლობა დაკავებულია სამოქალაქო დანიშნულების მქონე ნაგებობების შექმნით. ასეთი ობიექტებია ხიდები, გზები, რკინიგზები, რკინიგზის სადგურები, მაღალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ჩქაროსნული სისტემები, გვირაბები, აეროპორტები, ინდუსტრიული საწარმოები, საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები, სასტუმროები, ავტოფარეხები, ძეგლები, ჯებირები, მისადგომები, არხები, სარწყავი სისტემები, წყლის არხები და წყლის გადამუშავების შენობები, ნარჩენების გადამუშავების სისტემები, სამრეწველო და მუნიციპალური ჩამდინარე წყლები, ნაპირსამაგრი ნაგებობები, ელექტროგადამცემი ხაზები და ა.შ.

სამოქალაქო მშენებლობის საჭიროებები მოითხოვს ისეთი კვლევების ჩატარებას, როგორიცაა გამოყენებული მასალების თვისებების, ადგილმდებარეობის მახასიათებლების, მათ შორის ნიადაგის მახასიათებლების და სხვადასხვა ჰიდრავლიკური პარამეტრების შესწავლა. სამოქალაქო მშენებლობის დარგთან დაკავშირებულია ისეთი სფეროები, როგორებიცაა არქიტექტურა, ირიგაცია, სატრანსპორტო, გეოლოგია, გეოდეზია, ჰიდროლოგია, ასევე სამშენებლო ტექნოლოგია ექსპლუტაციის სხვადასხვა პირობებში, სეისმური ზონების ჩათვლით.

სამოქალაქო მშენებლობის დარგში შემავალი ობიექტები შეიძლება იყოს მუდმივი და დროებითი. პირველს მიეკუთვნება ყველა შენობა-ნაგებობა, რომელიც გათვალისწინებულია  სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით და წარმოადგენს მშენებარე კომპლექსის განუყოფელ ნაწილს. დროებითად ითვლება შენობა-ნაგებობა, რომელიც აშენებულია სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების განხორციელებისთვის. ეს შეიძლება იყოს დროებითი მისასვლელი გზები, საცხოვრებელი შენობები და სხვა ობიექტები, რომლებიც განკუთვნილია მშენებლებისთვის მუშაობის პერიოდში სათანადო პირობების შესაქმნელად. მშენებლობის დასრულებისას დროებითი ობიექტები ექვემდებარება დემონტაჟს და ხდება მათგან ტერიტორიის გათავისუფლება.

უძველესი დროიდან, მაგალითად, უძველესი რომის იმპერიის ან კოლუმბამდელ ცივილიზაციებში, სამოქალაქო მშენებლობა წარმოადგენს მოწინავე საზოგადოებრივი მიღწევების მაგალითს. მისი ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ისეთი მეცნიერებების განვითარებას, როგორიცაა ფიზიკა, მათემატიკა, მექანიკა. უძველესი და შუა საუკუნეების ისტორიის განმავლობაში დაპროექტება და მშენებლობა ხორციელდებოდა, ძირითადად, ისეთი ოსტატების მიერ, როგორებიცაა ქვისმთლელები და დურგლები. მათი გამოცდილებით ხდებოდა ამ პროცესების ხელმძღვანელობა. ცოდნა რჩებოდა პროფესიულ გილდიებში და იშვიათად ტოვებდა მათ ფარგლებს.

სამოქალაქო მშენებლობის ფიზიკური და მათემატიკური პრობლემების სამეცნიერო მიდგომის ერთ-ერთ ყველაზე ადრინდელ მაგალითს წარმოადგენს ძვ. წ. აღ. III საუკუნეში დაწერილი არქიმედეს ნამუშევარი. მასში შედიოდა როგორც მხოლოდ წმინდა სამეცნიერო ინფორმაცია, მაგალითად, ამომგდები ძალის გაანგარიშება და აგრეთვე პრაქტიკული გადაწყვეტილებები, როგორიცაა არქიმედეს ხრახნი. სამოქალაქო მშენებლობაში შეტანილი თავისი წვლილით ცნობილია მე - 7 საუკუნეში მოღვაწე ინდოელი მათემატიკოსი ბრაჰმაგუპტა, რომელმაც შეიმუშავა კომპლექსური ფართობებისა და მოცულობების გაანგარიშების მეთოდები, აგრეთვე დაპროეტებისთვის საჭირო ტრიგონომეტრიული ფუნქციები.