ორთაჭალა - ხილის შრობა
დამკვეთი: თორნიკე ქართველიშვილი
პროექტის დაკვეთა მოხდა 2018 წლის 15 სექტენბერს.
პროექტის დამუშავება დამთავრდა 2018 წლის 15 ნოემბერს.
დაკვეთის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისში, ორთაჭალაში ჩირის დამამზადებელი საწარმოს პროექტის შემუშავება.
კომპანია შპს „ინოსისტემმა“ აღნიშნული საწარმოს პროექტისათვის შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის მიერ შეასრულა შესაბამისი სამუშაოები, როგორც არქიტექტურული, ისე ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებით.
ჩირის საწარმოს პროექტის ტექნოლოგიური ნაწილისათვის განახორციელა შესაბამისი მასალების, ინოვაციური ტექნოლოგიების, დანადგარების და სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება და შეთავაზება დამკვეთისათვის.
დამუშავდა საწარმოს არქიტექტურული პროექტი.
ტექნიკურ-ტექნოლოგიურ ნაწილში კი მოხდა საჭირო მასალების და დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება და შეთავაზება დამკვეთისათვის მისი წარმოებაში დანერგვის კუთხით, როგორებიცაა:
ტექნიკურ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის.
ტექნოლოგიურ ნაწილში განხორციელდა შერჩეული ტექნოლოგიური დანადგარების შესაბამისად ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შერჩევა, რომლის შედეგადაც წარმოებული პროდუქცია იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი, როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებულ, ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენთან შედარებით.
შესაბამისი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება და წარმოებაში პრაქტიკულად დანერგვა ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ადამიანის კვებით უსაფრთხოებას.