+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

HACCP


HACCP


HACCP - საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა

HACCP მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკვები პროდუქტებისა და სასმელების მიწოდების ჯაჭვი. HACCP (Hazard Analysis and Critical Control Points) სისტემა არის სურსათის უვნებლობის კონტროლის პრევენციული მიდგომა, რომელიც ამცირებას საბოლოო პროდუქტის კონტროლზე დამოკიდებულებას და ადგენს უფრო პროაქტიულ, პოტენციური საფრთხეების კონტროლისა და პრევენციის სისტემას. თანამედროვე HACCP სისტემა და მისი გამოყენების სახელმძღვანელო მითითბები შემუშავებულ იქნა Codex Alimentarius კომისიის მიერ Codex Alimentarius–ის პრაქტიკის კოდში.

სტანდარტი გამოიყენება სურსათის წარმოებაში სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად პოტენციური საფრთხეების იდენტიფიკაციის მიზნით, რათა შეამცირდეს ან აღმოფხვრას საფრთხის წარმოშობის რისკი იმ მნიშვნელოვან ეტაპებზე, რომლებსაც ვუწოდებთ კრიტიკულ საკონტროლო წერტილებს (CCP’s). სისტემა გამოიყენება სურსათის წარმოების და მომზადების ნებისმიერ ეტაპზე.

HACCP სარგებელი:

• პრევენციული მიდგომა სურსათის უნვებლობისადმი

• პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიკაცია

• საბოლოო პროდუქციის ტესტირების საჭიროებისა და ხარჯების შემცირება.

• შესაბამისობა და თავსებადობა ხარისხის მართვის სისტემასთან ISO 9001 სტანდარტის მიხედვით

• ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება და სასამრთლო გარჩევების ალბათობის შემცირება

• პროდუქციის ბაზრიდან გამოხმობისა და უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ალბათობის თავიდან აცილება

• მომხმარებლის კმაყოფილებისა და ნდობის ამაღლება

• გუნდური სულისკვეთებისა და პასუხისმგებლობის სტიმულირებით პერსონალის საქმიანოაბის გაუმჯობესება

• პერსონალის მორალისა და მოტივაციის გაუმჯობესება უფრო სუფთა სამუშაო გარემოს ხარჯზე. პერსონალს ატყობინებს, რომ ორგანიზაციის ჩავარდნამ შეიძლება გამოიწვიოს მისი დახურვა და შესაბამისად სამუშაოს დაკარგვაც.

 

ვის შეუძლია გამოიყენოს HACCP?

HACCP-ს გამოყენება შეუძლია ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც მონაწილეობს სურსათის და ფარმაცევტული ნაწარმის მიწოდების ჯაჭვში.