+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

რუსეთის ძეხვის საწარმო


რუსეთის ძეხვის საწარმო


პროექტის დაკვეთა      მოხდა 2016   წლის   16 მარტი

პროექტის დამუშავება  დამთავრდა 2016 წლის  16 აპრილი

დაკვეთის საგანი: კომპანია  შპს "ინოსისტემსის"  მიერ  ძეხვეულის საწარმოს  დაპროექტება

ძეხვეული  ეწოდება  ისეთ ნაწარმს, რომელიც დამზადებულია ხორცის ან სუბპროდუქტების ფარშის, სუფრის მარილის, სანელებლებისა და სხვადასხვა დანამატების საფუძველზე, ჩადებულია გარსაცმში, დამუშავებულია სითბურად და მზად არის საკვებად..

ხორცის გადამამუშავებელი საწარმოები უშვებენ რამოდენიმე ასეული დასახელების ძეხვეულს და ამ პროდუქტს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მცხოვრებთა ულუფაში.

დამზადებისას გამოყენებული ძირითადი ნედლეულის სახიდან გამომდინარე ძეხვეულს ყოფენ ოთხ ჯგუფად: ხორცის, ჯიგრის (შიგნეულობის), ლაბასმაგვარი ნაწარმი და სისხლის ძეხვეული. ფარშის შედგენილობის მიხედვით განასხვავებენ ერთგვაროვან და არაერთგვაროვან ფარშიან ძეხვეულს.

წარმოების ტექნოლოგიური სქემიდან გამომდინარე ძეხვეული იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

მოხარშული; ნახევრად შებოლილი;შებოლილი;სოსისი და სარდელი;ჯიგრისა და სისხლის;

ხორცის პური; ლაბა და პაშტეტი..

 

ძეხვეულის წარმოებაში ძირითად ნედლეულს წარმოადგენს:

ძროხის, ღორის, ცხვრის და სასოფლო- სამეურნეო ფრინველის ხორცი (რბილობი), ღორის კანქვეშა ქონი (შპიკი), ცხვრის ცხიმკუდი და/ან დუმა,საკვები სუბპროდუქტები, რძე და რძის ნაწარმი, პარკოსნების მარცვლიდან მიღებული ცილოვანი კონცენტრატი და/ან იზოლიატი, ხორბლის ფქვილი და ყველა სახის სახამებელი.

დამხმარე მასალები მიეკუთვნება: სანელებლები, სუფრის მარილი, შაქარი, ნატრიუმის ნიტრიტი (NaNO2), მჟავე და საშუალო ფოსფატები, ნატრიუმის გლუტამინატი, ნატრიუმის ასკორბინატი, გარსაცმი, კანაფი და საწვავი..

სხვადასხვა სახისა და ასორტიმენტის ძეხვეულის დამზადების ტექნოლოგიურ ოპერაციებში ბევრიმსგავსებაა, მაგრამ ცალკეული მათგანის შესრულების თანამიმდევრობა, ხანგრძლივობა, ტემპერატურა დაზოგიერთი სხვა პარამეტრი განსხვავებულია, ან კიდევ საერთოდ არ გვხვდება.ნედლეულის მომზადება

        

კომპანია შპს "ინოსისტემმა"   აღნიშნული  საწარმოს პროექტისათვის შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის  მიერ  შეასრულა  შესაბამისი სამუშაოები  როგორც არქიტექტურული  ისე  ტექნიკური და ტექნოლოგიური   მიმართულებით :

  1. დამუშავდა საწარმოს არქიტექტურული  პროექტი.
  2. ტექნიკურ -ტექნოლოგიურ ნაწილში   კი  მოხდა  საჭირო მასალების   და  დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება  და  შეთავაზება    დამკვეთისათვის მისი  წარმოებაში დანერგვის კუთხით, როგორებიცაა:
  3. ტექნიკურ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის.
  4. ტექნოლოგიურ ნაწილში - შერჩეული  ტექნოლოგიური დანადგარების  შესაბამისად  ახალი  ინოვაციური  ტექნოლოგიების  შერჩევა, რომლის  შედეგადაც  წარმოებული  პროდუქცია იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი   როგორც  ადგილობრივ ბაზარზე არსებულ , ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული    პროდუქციის ასორტიმენთან შედარებით.
  5. შესაბამისი აულილებელი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება წარმოებაში  პრაქტიკულად დანერგვისათვის- ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს   უმაღლესი ხარისხის პროდუქციის  წარმოებას და ადამიანის  კვებით უსაფრთხოებას.