მცირე მეტალოგიური საწარმო
დამკვეთი: შპს „თადა ჰოლდინგი“
პროექტის დაკვეთა მოხდა 2018 წლის მაისში.
მიმდინარეობს პროექტის დამუშავება.
დაკვეთის საგანს წარმოადგენს ქ. რუსთავში არსებული არმატურის გასაგლინი საწარმოს საპროექტო სიმძლავრეზე გაყვანა წარმადობის მიხედვით, მისი გამართვა-გაშვება, რაც მოიცავს არსებული ტექნოლოგიური ხაზის (ხაზოვანი სორტული საგლინი) კაპიტალურ შეკეთებას, აღდგენისათვის საჭირო სამუშაობზე ზედამხედველობას და შეფმონტაჟს, აგრეთვე საწარმოო პროცესების ოპტიმიზაციას, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ დახვეწა-დამუშავებას, სწორი საკადრო და სახელფასო პოლიტიკის გატარებას, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული მენეჯმენტის უზრუნველყოფას.
კომპანია „ინოსისტემსი“ იღებს ვალდებულებას აღნიშნულ პროექტს გაუწიოს ზედამხედველობა და მართვა.