ზეითუნის ზეთის წარმოება
დამკვეთი - ფიზიკური პირი: გიორგი გრიგოლაშვილი
პროექტის დაკვეთა მოხდა 2018 წლის 20 ოქტომბერს
პროექტის დამუშავება დამთავრდა 2018 წლის 20 ნოემბერს
დაკვეთის საგანს წარმოადგენს: ზეითუნის ზეთის წარმოება.
კომპანია შპს „ინოსისტემმა“ აღნიშნული საწარმოს პროექტისათვის შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის მიერ შეასრულა შესაბამისი სამუშაოები როგორც არქიტექტურული ისე ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებით .
- დამუშავდა საწარმოს არქიტექტურული პროექტი.
- ტექნიკურ -ტექნოლოგიურ ნაწილში კი მოხდა საჭირო მასალების და დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება და შეთავაზება დამკვეთისათვის მისი წარმოებაში დანერგვის კუთხით, როგორებიცაა:
- ტექნიკურ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის.
- ტექნოლოგიურ ნაწილში - შერჩეული ტექნოლოგიური დანადგარების შესაბამისად ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შერჩევა, რომლის შედეგადაც წარმოებული პროდუქცია იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებულ , ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენთან შედარებით.
- შესაბამისი აულილებელი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება წარმოებაში პრაქტიკულად დანერგვისათვის- ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ადამიანის კვებით უსაფრთხოებას.
- ზეითუნის ზეთის წარმოება ეს არის რთული და შრომატევადი პროცესი, რომელშიც უმეტესად არის ხელით შრომა დადგენილი წესების დაცვით.
ზეითუნის ზეთის მცენარისთვის ნიადაგის დამუშავება ხდება სპეციალურად მკაცრად დადგენილი წესების მიხედვით და არ დაიშვება არც ნიადაგის და არც მცენარის ზრდა განვითარების დროს მისი ქიმიკატების გამოყენებით დამუშავება. ზეითუნის ზეთის ნაყოფის მოსავლის აღება ხდება მაშინ, როცა მის ნაყოფში არის დაგროვილი მაქსიმუმი რაოდენობა ზეთისა და მისი წვენი არის უფრო არომატული და ამ დროს ნაყოფისთვის დამახასიათებელია საუკეთესო გემოვნური თვისებები. მოსავლის აღების დროს თითეულ მცენარეს უფენენ ცხაურას, რომ ჩამოცვენილი ზეთისხილი არ დაზიანდეს და არ ქონდეს მიწასთან შეხება.
ზეითუნის ზეთის მოსვლის აღება მექანიკურად ხდება ვიბრაციის გამოყენებით, მაგრამ ზოგიერთ ქვეყნებში სადაც მცენარეთა პლანტაციები არის მთაგორიან ადგილებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენება გართულებულია, ამიტომ უმეტესად ზეთისხილის მოსავლის აღება უმეტესად მიმდინარეობს ხელით, როგორც ათასწლეულების წინ. ზეთისხილის შეგროვილი ნაყოფები თავსდება პატარ-პატარა მოცულობის ჭურჭელში, რომ ტრანსპორტირების დროს გამოირიცხოს მისი დაზიანება.
როგორც კი დამთავრდება მოსავლის აღება იმ დღესვე სწრაფად უნდა მოხდეს მისი გადატანა წისქვილში , რადგან ამ დროს მიიღება საუკეთესო ხარისხის ზეითუნის ზეთი.
ზეითუნის ზეთის მიღების ტექნოლოგიური პროცესი.
- ზეითუნის ზეთის ნაყოფების წისქვილში მიტანა
- წისქვილში მოხვედრის დროს, ნაყოფი გადის ვენტილაციის ზონაში, სადაც ჰაერის ნაკადის დახმარებით ეცლება ფოთლები.
- ნაყოფების დახარისხება ხარისხების მიხედვით.
- გარეცხვა გამდინარე წყლით
- დაღეღვა ქვის ბორბლებით ცივი დაპრესის მეთოდით. ზეითუნის ზეთის წარმოებისას ტემპერატურა უნდა იყოს არა უმეტეს 35°
არსებობს დაპრესის ორი მეთოდი, რომელთაგან გამოიყენება უმეტესად
ერთ-ერთი- ტრადიციული.
1 მეთოდი- დაპრესის ტრადიციული მეთოდის დროს დაქუცმაცებული ზეთისხილის ფაფა თავსდება პატარ-პატარა მრგვალ კალათებში , რომლებიც, ეწყობა ერთმანეთზე და ხდება დაწოლა ზემოდან.წყალთან შედარებით ზეთის სიმკვრივის სხვაობისა ზეთი გამოეყოფა წყალს.
II მეთოდის არის თანამედროვე, ცენტრიფუგაში, სადაც, ცენტრიდანული ძალების მოქმედებით, მიიღება იგივე შედეგი.
ზეთის დაყოვნების შემდეგ მიიღება საბოლოო პროდუქტი-არარაფინირებული ზეითუნის ზეთი. ამ მეთოდით მიღებული ზეთი ცოტა მწარეა, ეს კი იმის დამამტკიცებელია, რომ ის დამზადებულია ფილტრაციის გარეშე ახალი ზეთისხილისაგან, რომელსაც შენარჩუნებული აქვს თავისი ნატურალური თვისებები.
მიუხედავად იმისა რომ არარაფინირებული ზეითუნის ზეთის წარმოება (მიღება) შედარებით მარტივია და საუკუნეების მანძილზე არ განუცდია ცვლილება, უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთის მიღება დღესაც შესაძლებელია საუკუნეების მანზილზე არსებული მეთოდით -მხოლოდ მკაცრად დაცული წესებით შესაბამისად, გამოწურვის შემდეგ ხდება სტანდარტული მაჩვენებლების მიხედვით ზეთის ყურადღებით შემოწმება, რომლის შემდეგაც განისაზღვრება თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება მიღებული პროდუქტი. ზეთი, რომელიც არ მოხვდება უმაღლეს კატეგორიაში, ის ექვემდებარება რაფინირებას.
რაფინირება -ეს არის ზეთის გაწმენდის პროცესი სხვადასხვა მინარევებისა და მჟავეებისაგან.
დურდო(მასა), რომელიც დარჩება ზეთის ხილის ნაყოფების გამოწურვის შემდეგ, ექვემდებარება ხელმეორედ გადამუშავებას,ქიმიური და თბური დამუშავების მეთოდით, რის შედეგად მიიღება ე.წ. ზეთი ზეთისხილის დურდოსაგან.