+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ზომა-წონის ერთეულები


ზომა-წონის ერთეულები


ერთეულების გადაყვანა / კონვერტირება

სიგრძის ერთეულები

ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიგრძის ერთეულებია: მილიმეტრი, სანტიმეტრი, მეტრი, კილომეტრი, ინჩი (დიუმი), ფუტი, იარდი, მილი.

1 სანტიმეტრი = 10 მილიმეტრს;
1 მეტრი = 100 სანტიმეტრს;
1 კილომეტრი = 1000 მეტრს.

1 ინჩი (დიუმი) = 2,54 სანტიმეტრს ინჩები ძირითადად გამოიყენება ტელევიზორებისა და მონიტორების დიაგონალის სიგრძის საზომად.

1 ფუტი = 30,48 სანტიმეტრს;
1 იარდი = 91,44 სანტიმეტრს;
1 მილი = 1609,36 მეტრს.

წონის ერთეულები

ყველაზე ხშირად გამოყენებული წონის ერთეულებია: მილიგრამი, გრამი, კილოგრამი, ტონა, ფუნტი (lbs), უნცია, კარატი.

1 გრამი = 1000 მილიგრამს;
1 კილოგრამი = 1000 გრამს;
1 ტონა = 1000 კილოგრამს.

1 ფუნტი = 453.5924 გრამს ფუნტი ხშირად გამოიყენება წონის საზომ ერთეულად, ხშირად როდესაც ნივთებს ვიწერთ უცხოეთიდან მითითებულია წონა ფუნტში (lbs), ამიტომ დაიმახსოვრეთ რომ 1 lbs არის დაახლოებით ნახევარი კილოგრამი.

1 უნცია = 28.349525 გრამს;
1 კარატი = 200 მილიგრამს.