ბათუმის საკონდიტრო საწარმო
დამკვეთი: ფიზიკური პირი - მაყვალა თეთემაძე
პროექტის დაკვეთა მოხდა 2018 წლის 7 ივლისს.
პროექტი დამუშავება დასრულდა 2018 წლის 30 ივლისს.
დაკვეთის საგანი: ქ. ბათუმში საკონდიტრო საწარმოს ტექნიკური და ტექნოლოგიური ნაწილის პროექტის შემუშავება.
აღნიშნული პროექტისათვის კომპანია შპს „ინოსისტემს“ მოუხდა შემდეგი ძირითადი საკითხების გადაჭრა:
შეიქმნა სამუშაო ჯგუფი შპს „ინოსისტემსის“ მიერ პროფესიონალ სპეციალისთა შემადგენლობით და ჩავიდა ქ. ბათუმში უკვე ადგილზე არსებული შენობისა და საკონდიტრო წარმოებისათვის საჭირო შეძენილი ზოგიერთი მანქანა-დანადგარების დასათვალიერებლად და მიიღო გადაწყეტილება შემდეგი საკითხების დამუშავების თაობაზე:
ტექნოლოგიური დანადგარების ხაზების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის:
1. ტექნიკურ ნაწილში:
1.1 საჭირო დანადგარების, აპარატურის, მოწყობილობებისა და ავეჯის ჩამონათვალი, სპეციფიკაცია;
1.2 ტესტირებას დაქვემდებარებული მოწყობილობა-დანადგარების; გამოსაცდელი რეჟიმისა და თანმიმდევრობის დეტალური აღწერა;
1.3 რთული და განსაკუთრებული დანადგარების, აპარატურისა და მოწყობილობების სამონტაჟო სქემები;
1.4 მთავარი კორპუსის საევაკუაციო გეგმები, გამაფრთხილებელი და გზამკვლევი მაჩვენებლის განლაგებით;
2. ტექნოლოგიურ ნაწილში:
2.1 არსებული ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაცია;
2.2 პროექტირება ხდება HACCP - ის და ISO -ს სტანდარტების გათვალისწინებით;
3. დაკვეთილი პროექტის ფარგლებში ჩვენ ვთავაზობთ საკონდიტრო და ფუნთუშეულის ნაწარმის ჯგუფის შემდეგ ასორტიმენტს:
3.1.მაფინები:
ა) შოკოლადის
უშიგთავსო
შიგთავსით - შოკოლადის კრემით
ბ) ვანილის
უშიგთავსო
შიგთავსით - ვანილის კრემით
შიგთავსით - სხვადასხვა ჯემით (ალუბალი, ატამი)
სრული ტექნოლოგია, მასტერ კლასი, ერთვიანი ტრეინინგი.
3.2 ფენოვანი ცომის ასორტიმენტი:
ა) კრუასანი - შიგთავსით:
შოკოლადის კრემით
ჯემით (ალუბლის, ატმის)
ბ) ქადა - გადახვეული რულეტად დაჭრილი.
3.3. ნამცხვარი:
ა) უშიგთავსო
ფხვიერი ცომით: შაქარლამა, ჭადრაკი
ბ) ნაზავი ცომით: ნამცხვარი შვრიის, ნამცხვარი ხაჭოსი
გ) უშიგთავსო: კურაბიე (ზემოდან სხვადასხვა ჯემით - ალუბლის, ატმის)
3.4 თაფლკვერი:
ა) უშიგთავსო
ბ) შიგთავსით - ვაშლის ჯემით
თაფლკვერის წარმოებას აქვს თავისი ძირითადი ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც მოიცავს ქვეტექნოლოგიურ პროცესებს სიროფების სახით.
3.5. ფუნთუშები:
ა) შიგთავსით
ალუბლის ჯემით
ატმის ჯემით
ბ) უშიგთავსო
ქიშმიშით
ხალა (ებრაული) - ზემოდან შავ-თეთრი სეზამით
შიგთავსიან ასორტიმენტს აქვს თავისი ძირითადი ტექნოლოგიური პროცესი, რომელიც მოიცავს აგრეთვე შიგთავსების ქვეტექნოლოგიურ პროცესებს.