თაფლის გადამამუშავებელი საწარმო
დამკვეთი: კოოპერატივების განვითარების სააგენტო- ,,LTD EVOLUXER,,-ი
პროექტის დაკვეთა მოხდა 2017 წლის 23 აგვისტოს
პროექტის დამუშავება დამთავრდა 2017 24 წლის ნოემბერში
დაკვეთის საგანს წარმოადგენს დამკვეთის დავალებით კომპანია შპს ,,ინოსისტემსის,,- შემსრულებლის მიერ საპროექტო მიწის ნაკვეთზე გორის რაიონის სოფელ ბერბუკში თაფლის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტირება.
მიწის ნაკვეთის ფართობი : 2500 კვ.მ. შენობა-ნაგებობა მიეკუთვნება III კლასს. შესასვლელში მოეწყობა დაცვის ჯიხური (4მ x 4მ) და საკონტროლო-გამშვები პუნქტი. ძირითადი შენობა ერთსართულიანი მართკუთხედი ფორმისაა, გაბარიტები (23მ x 24მ) შენობის სტრუქტურული სიმაღლე -7მ. საპროექტო შენობა-ნაგებობის მოცულობა 0.000 ნიშნულის ზევით შეადგენს 3353.93 კუბ.მ.-ს ; 0.000 ნიშნულის ქვევით შეადგენს 535.75 კუბ.მ.-ს;
კომპანია შპს ,,ინოსისტემმა,. თაფლის საწარმოს პროექტისათვის განახორციელა შესაბამისი საჭირო მასალების დოკუმენტაციის მოძიება დამუშავება და შეთავაზება დამკვეთისათვის მისი წარმოებაში დანერგვის კუთხით, როგორებიცაა:
- ტექნიკურ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის.
- ლაბორატორიისათვის უახლესი და ინოვაციური მოწყობილობისა და აპარატურის შერჩევა და შეთავაზება.
- ტექნოლოგიურ ნაწილში - შერჩეული ტექნოლოგიური დანადგარების შესაბამისად თაფლის გადამუშავების ახალი ინოვაციური ტექნოლოგიები შერჩევა, და დანერგვა, რომლის შედეგადაც წარმოებული თაფლი იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი როგორც საქართველოს ბაზარზე არსებულ , ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული თაფლის ასორტიმენთან შედარებით.
- შესაბამისი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება და წარმოებაში პრაქტიკულად დანერგვა ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ადამიანის კვებით უსაფრთხოებას.
დამუშავებული და მიწოდელი იქნა დამკვეთისათვის თაფლის წარმოებისა და გადამუშავების სრული ციკლის, თაფლისაგან წარმოებული პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგია და აგრეთვე წარმოებისათვის სხვა საჭირო აუცილებელი ინფორმაციული მასალები, ესენია:
- ფუტკრის ორგანიზმში გადამუშავებული და ფუტკრის მიერ წარმოებული პროდუქტების სახეობების კლასიფიკაცია
- თაფლის შემადგელობა და მისი სასარგებლო თვისებები
- ნექტრის შემოტანა სკაში, გადამუშავება და დაბინავება
- ნექტრის მოტანის ინტენსივობის განსაზღვრა
- თაფლის გამოწურვა
- უმწიფარი და ამჟავებული თაფლის გადამუშავება
- თაფლის თვისებები
- თაფლის ფიზიკური მაჩვენებლები
- თაფლის სახეობები
- თაფლის ფერის მიხედვით-დახასიათება:
- თაფლის ამჟავება
- თაფლის კრისტალიზაცია
13 .თაფლის შენახვა
- თაფლის სამკურნალო თვისებები
- დინდგელის მიღება და შენახვა
- დინდგელის სამკურნალო თვისებები
- ყვავილის მტვერი და ჭეო. მიღება- შენახვა