+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ჩირის საწარმო კასპში


ჩირის საწარმო კასპში


დამკვეთი  ფიზიკური პირი:  ბაქარ  ხორგუაშვილი

პროექტის დაკვეთა მოხდა 2018 წლის 26 ივლისს.

პროექტის დამუშავება დამთავრდა 2018 წლის 26 აგვისტოს.

დაკვეთის საგანს წარმოადგენ ქ. კასპში ჩირის დამამზადებელი საწარმოს პროექტის შემუშავება, რომლის თვიური წარმადობა განისაზღვრება 110 ტონა ნებისმიერი პროდუქციის გადამუშავებით. საპროექტო ორგანიზაცია ახორციელებს ამ პროექტის ტექნოლოგიურ, საინჟინრო, არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნაწილებს მომხმარებელთან წინასწარ შეთანხმებული ტექნოლოგიური სქემის მიხედვით.

კომპანია „ინოსისტემსმა“ ჩირის საწარმოს პროექტის ტექნოლოგიური ნაწილისათვის განახორციელა შესაბამისი მასალების, ინოვაციური ტექნოლოგიების, დანადგარების და სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება და შეთავაზება დამკვეთისათვის.

ჩირის დამზადების ცალკეული ციკლის ტექნოლოგიები, ესენია:

ხილის ნაყოფების გადარჩევა ზომების და ხარისხის მიხედვით;

ხილის ნაყოფების რეცხვა;

ხილის ნაყოფების ბლანშირება (ქლიავი, გარგარი, ატამი);

ხილის ნაყოფის ტუტით დამუშავება;

ხილის ნაყოფის კურკისგან განთავისუფლება;

ხილის ნაყოფის შრობა;

მზა პროდუქციის დაფასოება.

დანადგარების ტექნოლოგიური პროცესებისათვის გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის:

ხილის გადასარჩევი და დასახარისხებელი მაგიდა;

ხილის ნაყოფის გასარეცხი ჩანი;

ხილის ნაყოფის ბლანშირებისათვის უჟანგავი ლითონის ქვაბი;

ხილის ნაყოფის კურკების გამოსაცლელი დანადგარი;

თანამედროვე ინოვაციური საშრობი კარადები (წარმადობით 1100 კგ 16 სთ-ში).

ასორტიმენტის შერჩევა და შერჩეული ასორტიმენტის - კურკოვანი ხილის: ქლიავი, ატამი, გარგარი, შესაბამისი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება და შემდგომში მისი საწარმოში დანერგვა.