+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

თაფლის გადამამუშავებელი საწარმო


თაფლის გადამამუშავებელი საწარმო


დამკვეთი: შპს „ევოლუქსერი“

პროექტის დაკვეთა მოხდა 2017 წლის აგვისტოში.

პროექტის დამუშავება დამთავრდა 2017 წლის ოქტომბერში.  

კომპანია „ინოსისტემსმა“ თაფლის საწარმოს პროექტისათვის განახორციელა შესაბამისი საჭირო მასალების დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება და შეთავაზება დამკვეთისათვის მისი წარმოებაში დანერგვის კუთხით.

შენობა-ნაგებობა მიეკუთვნება III კლასს. საპროექტო მიწის ნაკვეთზე გორის რაიონის სოფელ ბერბუკში, მიწის ნაკვეთის ფართობი: 2500 კვ.მ; შესასვლელში მოეწყობა დაცვის ჯიხური (4მ x 4მ) და საკონტროლო-გამშვები პუნქტი. ძირითადი შენობა ერთსართულიანი მართკუთხედი ფორმისაა, გაბარიტები (23მ x 24მ) შენობის სტრუქტურული სიმაღლე -7მ. საპროექტო შენობა-ნაგებობის მოცულობა 0.000 ნიშნულის ზევით შეადგენს 3353.93 კუბ.მ.-ს; 0.000 ნიშნულის ქვევით შეადგენს 535.75 კუბ.მ.-ს; კომპანია „ინოსისტემსმა“ თაფლის საწარმოს პროექტისათვის განახორციელა შესაბამისი საჭირო მასალების დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება და შეთავაზება დამკვეთისათვის მისი წარმოებაში დანერგვის კუთხით.

ტექნიკურ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის. ლაბორატორიისათვის უახლესი და ინოვაციური მოწყობილობისა და აპარატურის შერჩევა და შეთავაზება.

ტექნოლოგიურ ნაწილში - შერჩეული ტექნოლოგიური დანადგარების შესაბამისად თაფლის გადამუშავების ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შერჩევა, და დანერგვა, რომლის შედეგადაც წარმოებული თაფლი იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი, როგორც საქართველოს ბაზარზე არსებულ, ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული თაფლის ასორტიმენთან შედარებით.

შესაბამისი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება და წარმოებაში პრაქტიკულად დანერგვა ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას და ადამიანის კვებით უსაფრთხოებას.

დამუშავებული და მიწოდელი იქნა დამკვეთისათვის თაფლის წარმოებისა და გადამუშავების სრული ციკლი, თაფლისაგან წარმოებული პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგია და აგრეთვე წარმოებისათვის სხვა საჭირო აუცილებელი ინფორმაცია, ესენია:

ფუტკრის ორგანიზმში გადამუშავებული და ფუტკრის მიერ წარმოებული პროდუქტების სახეობების კლასიფიკაცია;

თაფლის შემადგელობა და მისი სასარგებლო თვისებები;

ნექტრის შემოტანა სკაში, გადამუშავება და დაბინავება;

ნექტრის მოტანის ინტენსივობის განსაზღვრა;

თაფლის გამოწურვა;

უმწიფარი და ამჟავებული თაფლის გადამუშავება;

თაფლის თვისებები;

თაფლის ფიზიკური მაჩვენებლები;

თაფლის სახეობები;

თაფლის ფერის მიხედვით-დახასიათება;

თაფლის ამჟავება;

თაფლის კრისტალიზაცია;

თაფლის შენახვა;

თაფლის სამკურნალო თვისებები;

დინდგელის მიღება და შენახვა;

დინდგელის სამკურნალო თვისებები;

ყვავილის მტვერი და ჭეო. მიღება- შენახვა;

ყვავილის მტვერის სასარგებლო თვისებები;

ცვილის მიღება და შენახვა;

ცვილის გამოყენება;

ფუტკრის რძის მიღება და კონსერვაცია;

ფუტკრის რძის აღება;

ფუტკრის რძის შენახვა;

ფუტკრის სადედე რძის გამოყენება;

ფუტკრის შხამი და მისი გამოყენება;

თაფლის უვნებლობის, ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და თაფლის ეტიკეტირების პირობები;

თაფლი, რომელიც განთავსებულია ბაზარზე ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ხარისხობრივ მაჩვენებლებს:

ფუტკრის დაავადებათა პათოლოგიურ მასალის აღება და სადიაგნოსტიკოდ გადაგზავნა ლაბორატორიაში;

ნატურალური თაფლის დაფასოება;

ნატურალური თაფლის შენახვა და შენახვის ვადა;

დანადგარები თაფლის ანალიზებისთვის.