+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

თხის დახურული ციკლის სანაშენე ფერმა და რძის გადამამუშავებელი საწარმო


თხის დახურული ციკლის სანაშენე ფერმა და რძის გადამამუშავებელი საწარმო


 

 

 

 

 

 

 

პროექტის დაკვეთა      მოხდა 2018  წლის    4 ოქტომბერს 

პროექტის დამუშავება დამთავრდა 2018  წლის  25 დეკემბერს 

დაკვეთის საგანს   წარმოადგენს ქ. სენაკში ჩაკეტილი ციკლის თხის ფერმის პროექტის შექმნას 500 (ხუთასი) სულ თხაზე თავისი საწველი დარბაზით, აგრეთვე თხის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტის შექმნა, რომლის დღიური წარმადობა განისაზღვრება 500 (ხუთასი) ლიტრი რძის გადამუშავებით შემდეგი სახეობის პროდუქტებად: მაწონი, ყველი, არაჟანი, ხაჭო. თითოეული პროდუქტის გამოშვების ოდენობა განისაზღვრება მუშა პროცესში დამკვეთის მიერ,

  აღნიშნული  საწარმოს პროექტისათვის კომპანია ,,ინოსისტემსის,, შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის  მიერ  განხორციელდა  შესაბამისი სამუშაოები: 

      1.არქიტექტურულ ნაწილში

       2.საინჟინრო ნაწილში

       3.სანტექნიკურ ნაწილში

      4.გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციის ნაწილში

      5.ტექნოლოგიური ნაწილში

თხის ფერმის მოსაშენებლად რეკომენდირებულია მაღალპროდუქტიული ჯიშის თხების შეძენა. კარგი მოვლის პირობებში ერთი თხის წლიური რეკორდული მონაწველი რძის რაოდენობა შეადგენს 1200-1600 ლიტრს. რძის ცხიმიანობა შეადგენს 4-5%-ს .ასეთი ჯიშის თხას მიეკუთვნება ზაანური ჯიშის თხა (Saanen Goats), რომელიც გამოყვანილია XIX საუკუნის შუა წლებში შვეიცარიის ალპებში, მდინარე ზაანეს ხეობაში.

 ზაანური თხა სარძევე ჯიშისაა, ამასთან საკმაოდ დიდი ზომისაა, მკვრივი აგებულების, უპირატესად დოლა (ურქო) და თეთრი ფერის.ამ ჯიშის თხები გამოირჩევიან თავისი წონით: მამალი (ბოტის) ცოცხალი წონაა 70-80 კგ., დედალი თხის - 50-60 კგ. და ნაყოფიერებით: 100 დედა თხაზე 180-250 თიკანი.

ნაყოფიერებით: 100 დედა თხაზე 180-250 თიკანი.

ზაანური ჯიშის თხას გამორჩეული აქვს წველადობაც.ერთი თხა დღეში (3-5) ლ რძეს იძლევა, რძის რაოდენობა წელიწადში 1200 ლიტრს შეადგენს ერთი თხიდან. რძის ცხიმიანობა 4-5%.

ამ ჯიშის თხა ადვილად ეგუება სხვადასხვა კლიმატურ პირობებს. მათ არ ახასიათებთ აგრესიულობა, პირიქით არიან სიმშვიდის მოყვარულები .

 ქართული  ჯიშის  თხებიდან  აღსანიშნავია - ბარის ტიპის თხა: თავის მხრივ, სარძეო პროდუქტიული მიმართულებისაა და ხასიათდება ნაზი კონსტიტუციით.

 ვაცების ცოცხალი მასა-50-55კგ.ნეზვების ცოცხალი მასა-35-38კგ.

ნაყოფიერება შეადგენს 130-140%. ლაქტაციის ხანგრძლივობა - 250 დღე.

იწველის 300-400კგ. რძეს, დღეში - 1,5-1,6კგ. რძეს, რძის ცხიმიანობა - 4,5%.

თხების მოშენებისა და გამრავლებისათვის აუცილებელია მერძეული (დედალი) და მამალი თხების შერჩევა. ყურადღება უნდა მიექცეს მათ ჯიშებს.

შესაძლებელია რომ მამალი და დედალი თხები ფარაში ერთად იყვნენ, მანამდე სანამ ისინი ერთობლივად მშვიდად ცხოვრობენ (უმეტესად მამალი თხა ავიწროებს რქებით დედალ თხას).

ზრდასრული მეწველი თხებისთვის დღიური რაციონი:

  1. ბალახი საშუალოდ - 7-9კგ.
  2. თივა (მშრალი ბალახი) - 3-5კგ.
  3. მარცვლოვანი კონცენტრატი - 0,5-2,0კგ.
  4. ბოსტნეული, ტოტები, ფოთლები, სილოსი და სხვა - 0,5-3,0კგ.

         კონცენტრატი ითვლება სქემით:

 ა). თხაზე - 300გრ.

ბ).ყოველ 1ლ რძეზე - 250-300გრ. ხდება

რაც შეეხება წყალს, თხები ძალიან ცოტა წყალს სვამენ, დაახლოებით 150-200მლ-ს დღეში.

თხის პროდუქტებია: თხის რძე, თხის ხორცი,  თხის ტყავი,  თხის ნაკელი .

 თხის რძეში სხვა ცხოველებისგან მიღებულ რძესთან შედარებით მეტია სასარგებლო ნივთიერებები, მინერალები, ანტიოქსიდანტები, ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი, რკინა და მანგანუმი, თუმცა, შედარებით მცირე რაოდენობით.შეიცავს ვიტამინებს, მათ შორის: ასკორბინის მჟავას (C ვიტამინს), რეტინოლს (A ვიტამინს), თიამინს (B1 ვიტამინს), რიბოფლავინს (B2 ვიტამინს) და ციანკობალამინს (B12 ვიტამინს). 100 გრამი თხის რძის ენერგეტიკული ღირებულება 68 კილოკალორია.

თხის რძის პროდუქტებია: კეფირი,  მშრალი რძის შრატი, იოგურტი,  ხაჭო, ყველი, რძის ცხიმი,  ხსენი,  ნაღები,  არაჟანი,  მაწონი.

თხის დაავადებებია:    ცურის ანთება, ბრუცელოზი,  თურქული,  ჩლიქების სიდამპლე,

მონეზიოზი.

თხის არაგადამდებ დაავადებებს განსხვავებული ნიშნები გააჩნია: უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დროს ვეტერინარი ექიმის გამოძახება აუცილებელია, რომელიც დაგვეხმარება

დიაგნოზის დროულად, სწორად დასმაში, სამკურნალო პროფილაქტიკური ღონისძიების დაგეგმვაში და ეფექტურად გატარებაში, რომელიც შემდგომ ხელს შეუშლის დაავადების გავრცელებას.

თხები კარგი მოვლა-შენახვის და კვების პირობებში იშვიათად ხდებიან ავად. მიუხედავად ამისა, ცხოველის მეპატრონეს (მომვლელს) უნდა შეეძლოს დაავადებული ცხოველის ავადმყოფი ცხოველებიდან გარჩევა და მათთვის აუცილებელი პირველადი დახმარების გაწევა.კომპანია

,,ინოსისტემსის,,კომპერენტური   სპეციალისტები  მზად არიან დამკვეთს  ყოველგვარი  საჭირო  კონსულტაცია და მომსახურება  გაუწიონ ნებისმიერ სფეროში შექმნილი პრობლემების მოგვარებაში.