+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციის ნაწილი


გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციის ნაწილი


გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის ნაწილის განმარტებითი ბარათი,  რომელშიც მოცემული იქნება დაგეგმარებული სისტემების დახასიათება. აქვე იქნება მოყვანილი ცნობები სამშენებლო მოედნის მეტეოროლოგიური პირობების, გადამღობი კონსტრუქციების (იატაკები, კედლები, სახურავი, კარ-ფანჯრები და სხვ.) თბოსაიზოლაციო თვისებების და თბურ ენერგიასა (სითბო/სიცივე) და სუფთა ჰაერზე შენობის საერთო მოთხოვნილების შესახებ. განმარტებითი ბარათის დანართის სახით, მოცემული იქნება მთავარი შენობის თბოდანაკარგების, თბოშენაკადების და საჭირო სუფთა ჰაერის რაოდენობის კალკულაციის ცხრილები.

მთავარი შენობის გათბობა-გაგრილების სისტემის  გეგმები, სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;

მთავარი შენობის გათბობა-გაგრილების სისტემის  აქსონომეტრიული სქემები;

მთავარი შენობის გათბობა-გაგრილების სისტემის გამანაწილებელი კოლექტორების სქემები;

მთავარი შენობის ვენტილაციის სისტემის  გეგმები სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები;

მთავარი შენობის ვენტილაციის სისტემის  აქსონომეტრიული სქემები;

სითბო-სიცივით მომარაგების კვანძის გეგმა სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები (საქვაბისა და ჩილერების განსათავსებელი პლატფორმის აღჭურვა);

სითბო-სიცივით მომარაგების კვანძის აქსონომეტრიული სქემა;

შიდასამოედნო თბოქსელის ნახაზები (საჭიროების შემთხვევაში), სამუშაოებისა და მასალების რაოდენობრივი სპეციფიკაციები.