+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ბანანის მომწიფებისა  და შენახვის ტექნოლოგია


ბანანის მომწიფებისა და შენახვის ტექნოლოგია


დამკვეთი - ფიზიკური პირი : კოტე მამალაძე

 პროექტის დაკვეთა მოხდა 2018  წლის  28 ოქტომბერს.  

პროექტის დამუშავება  დამთავრდა 2018  წლის  28 ნოემბერს.

დაკვეთის საგანს  წარმოადგენს ბანანის მომწიფებისა და შენახვის ტექნოლოგიური პროექტის  დამუშავება.

ბანანის პროდუქციამ მოკრეფიდან მომხმარებლამდე უნდა  გაიაროს ტექნოლოგიური   პროცესების  შემდეგი ეტაპები:

ბანანის მოკრეფა (მოჭრა), ტრანსპორტირება;

ბანანის მომწიფება გაზირების კამერაში;

ეთილენის მიწოდების სახეობები: ბანანის სრული მომწიფება ეთილენით ან ბანანის  გაზით 

 ბანანის  მომწიფების  მეთოდები დროის  მიხედვით;

გაზირების კამერის დახასიათება - ტექნიკური მახასიათებლები;

კამერის მუშაობის პრინციპი  ბანანის  მომწიფების დროს;

კომპანია შპს „ინოსისტემმა“  აღნიშნული  საწარმოს პროექტისათვის შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის  მიერ  შეასრულა  შესაბამისი სამუშაოები   ტექნიკური და ტექნოლოგიური   მიმართულებით.

ტექნიკურ - ტექნოლოგიურ ნაწილში მოხდა  საჭირო მასალების   და  დოკუმენტაციის მოძიება, დამუშავება  და  შეთავაზება დამკვეთისათვის მისი  წარმოებაში დანერგვის კუთხით, როგორებიცაა:

ტექნიკურ ნაწილში თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარების შერჩევა და   გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის.

ტექნოლოგიურ ნაწილში -  შერჩეული  ტექნოლოგიური დანადგარების  შესაბამისად  ახალი  ინოვაციური  ტექნოლოგიების  შერჩევა, რომლის  შედეგადაც პროდუქცია იქნება  კონკურენტუნარიანი ადგილობრივ ბაზარზე .

შესაბამისი აუცილებელი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება მისი პრაქტიკულად დანერგვისათვის ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის  სტაბილურობის შენარჩუნებას  და ადამიანის  კვებით უსაფრთხოებას.