აგრომარკეტი - ერთი ნაბიჯი
დამკვეთი: ხვიჩა ალექსანდრია
პროექტის დაკვეთა მოხდა 2018 წლის 12 ნოემბერს.
პროექტის დამუშავება დამთავრდა 2018 წლის 31 დეკემბერს.
დაკვეთის საგანს წარმოადგენს დამკვეთის დავალებით შპს "ინოსისტემსის" მიერ ქ. თბილისში, გივი კარტოზიას ქ. № 10-ში მდებარე დამკვეთის მფლობელობაში არსებულ ობიექტზე აგრომარკეტის პროექტირება.
კომპანია "ინოსისტემსის" მხრიდან აღნიშნული პროექტისათვის ვალდებულების მიხედვით განხორციელდა შემდეგი სამუშაობის შესრულება:
არქიტექტურულ ნაწილი;
საინჟინრო ნაწილი;
სანტექნიკურ ნაწილი
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციის ნაწილი;
ტექნოლოგიური ნაწილი, კერძოდ:
ტექნოლოგიური ნაწილის განმარტებითი ბარათი, ტექნოლოგიის არჩევა/დასაბუთება;
ტექნოლოგიური დანადგარების ხაზების შერჩევა და გათვლა საქართველოში არსებული რეალური პირობების გათვალისწინებით, შემდგომში მათი ეფექტური გამოყენებისათვის;
დანადგარების, აპარატურების, მოწყობილობებისა და ავეჯის ჩამონათვალი, სპეციფიკაცია;
ტექნოლოგიური სქემა;
ტექნოლოგიური გეგმარება საწარმოო პროცესების ტექნოლოგიური ნაკადურობების გათვალისწინებით;
ტესტირებას დაქვემდებარებული მოწყობილობა-დანადგარების გამოსაცდელი რეჟიმისა და თანმიმდევრობის დეტალური აღწერა;
დაზგა-დანადგარების სპეციფიკაცია;
რთული და განსაკუთრებული დანადგარების, აპარატურისა და მოწყობილობების სამონტაჟო სქემები;
მთავარი კორპუსის საევაკუაციო გეგმები, გამაფრთხილებელი და გზამკვლევი მაჩვენებლის განლაგებები;
სამგზავრო და ტვირთმზიდი ლიფტების ცხრილები;
არსებული ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაცია;
არსებული ტექნოლოგიური ციკლის ავტომატიზაცია
პროექტირება ხდება HACCP - ის და ISO -ს სტანდარტების გათვალისწინებით.