+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ვარდების სათბური


ვარდების სათბური


დამკვეთი: კონსტანტინე ტარახჩევი

პროექტის დაკვეთა მოხდა 2018 წლის ნოემბერში.

პროექტის დამუშავება დასრულდა 2018 წლის დეკემბერში.

დაკვეთის საგანს წარმოადგენს დამკვეთის დავალებით კომპანია შპს „ინოსისტემსის“ მიერ საგარეჯოს რაიონის სოფ. ნინოწმინდაში დამკვეთის კუთვნილ 1000 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული ტექნიკური დავალების მიხედვით ვარდების ნერგების დარგვის მეთოდით ვარდების სათბურის პროექტის დამუშავება, რომლის წარმადობა იქნება 500 000 ც. ვარდი წელიწადში.

კომპანია შპს „ინოსისტემმა“ აღნიშნული საწარმოს პროექტისათვის შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის მიერ შეასრულა შესაბამისი სამუშაოები:

1.

არქიტექტურული ნაწილი;

2.

კონსტრუქციული ნაწილი;

3.

ელექტრული ქსელების ნაწილი;

4.

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციის სისტემები;

5.

ტექნოლოგიურ ნაწილი: ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შერჩევა, რომლის შედეგადაც წარმოებული პროდუქცია იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი, როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებულ , ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენთან შედარებით.

 

ასევე შესაბამისი აუცილებელი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება მისი პრაქტიკულად დანერგვისათვის ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას, როგორებიცაა:

1.

ვარდების დარგვა სათბურში

ვარდების დარგვის დროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა: 

ნიადაგი უნდა იყოს კარგად გაცხელებული და გაფხვიერებული.

ნიადაგის ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 12 °С.

მცენარეები არ უნდა იყოს ძალიან ღრმად დარგული.

ამის შემდეგ ისინი უნდა მოირწყას რეზინის მილით მიწოდებული უხვი წყლის ნაკადით, რის შედეგადაც ნერგები ჩაჯდებიან ნიადაგში საჭირო სიღრმემდე.

ვარდების ნერგების დარგვა ხდება სქემის მიხედვით 30x30 სმ ან 40x25 სმ, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ ერთ კვადრატულ მეტრზე განთავსდეს 16 ვარდი.

თუმცა ოპტიმალური რაოდენობა ერთ კვადრატულ მეტრზე 10-12 ბუჩქია.

ვარდის ნერგს დარგვის შემდეგ ყველაზე დიდი ყურადღება პირველი სამი დღის განმავლობაში უნდა მიექცეს, სწორედ ამ დროს არ უნდა მოაკლდეს მას წყალი, ხოლო შემდგომ ორ კვირაში ერთხელაც კმარა მორწყვა. აგრეთვე საჭიროა ნერგების დაავადებათა პროფილაქტიკა და მავნებლებთან ბრძოლა, რომლისთვისაც არსებობს სპეციალური პრეპარატები. შეწამვლა ხდება თვეში ორჯერ ან ერთხელ. ეს იმაზეა დამოკიდებული დაავადებისადმი როგორი მდგრადობის ნერგებია შერჩეული.

2.

ვარდის გასხვლა

3.

ვარდების მოვლა სეზონურად, თვეების მიხედვით

4.

ვარდების გაშენების სტრატეგია და ტაქტიკა

ძირითადად ვარდების პროდუქტიულობა დამოკიდებულია ვარდის ტიპის სახეობაზე.

ვარდების პროდუქტიულობაზე აგრეთვე გავლენას ახდენს სათბურის ადგილმდებარეობა, სათბურში ვარდების ზრდისა და განვითარების პირობები, ტექნოლოგის და პერსონალის გამოცდილება.

ვარდების გაშენებისათვის სტრატეგიულ საკითხებს მიეკუთვნება:

ვარდის ხარისხის არჩევა ხორციელდება შემდეგი მაჩვენებლების გათვალისწინებით:

ა) კვირტის ზომა და ღეროს სიგრძე.

ბ) შეფერილობა, კვირტის ფორმა და ფურცლების რაოდენობა კვირტში.

ვ) მდგრადობა ვარდის „ჭრაქის“ დაავადების მიმართ.

გ) კვირტის და ფოთლების მდგრადობა მექანიკური დაზიანების მიმართ.

დ) უაზის სიმტკიცე.

ვარდების გაშენების მეთოდი.