
სათბური - ქინძი, კამა, ოხრახუში
დამკვეთი: ვასილ ვაშაკიძე
დაკვეთის საგანს წარმოადგენს დამკვეთის დავალებით კომპანია შპს „ინოსისტემსის“ მიერ სამტრედიის რაიონის სოფ. დიდი ჯიხაისში დამკვეთის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული ტექნიკური დავალების მიხედვით მწვანილის: ქინძის, კამის, ოხრახუშის სათბურის პროექტის დამუშავება.
კომპანია შპს „ინოსისტემსმა“ აღნიშნული პროექტისათვის შესაბამისი დარგის პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის მიერ შეასრულა შესაბამისი სამუშაოები:
| 1. | გენგეგმა; | 
| 2. | კონსტრუქციული ნაწილი; | 
| 3. | ელექტრული ქსელების ნაწილი; | 
| 4. | გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციის სისტემები; | 
| 5. | ტექნოლოგიური ნაწილი: ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების შერჩევა, რომლის შედეგადაც წარმოებული პროდუქცია იქნება შედარებით კონკურენტუნარიანი, როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებულ , ასევე უცხოეთის ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის ასორტიმენთან შედარებით; | 
| 6. | ასევე აუცილებელი სტანდარტული დოკუმენტაციის მოძიება-დამუშავება და შეთავაზება დამკვეთისათვის მისი პრაქტიკულად განხორციელების მიზნით, შესაბამისი ტექნოლოგიური პროცესის პარამეტრების მკაცრი დაცვით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებას. | 
მწვანილის სათბურში გაშენებისათვის სტრატეგიულ საკითხებს მიეკუთვნება:
| 1. | სათბურის სახეობა და მისი აღჭურვილობა; | 
| 2. | სათბურში მწვანილის მოყვანის აგრომეთოდები და მისი პარამეტრები; | 
| 3. | მწვანილის კულტურული ჯიშების შერჩევა; | 
| 4. | გრუნტის შერჩევა; | 
| 5. | შერჩეული ჯიშების მიხედვით მოყვანის აგრომეთოდის შესაბამისი ტექნოლოგიები. | 
მწვანილის პროდუქტიულობაზე აგრეთვე გავლენას ახდენს სათბურის ადგილმდებარეობა, სათბურში მწვანილის ზრდისა და განვითარების პირობები, ტექნოლოგის და პერსონალის გამოცდილება.
 
		 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
