კონცენტრატების და წვენების წარმოება
შპს "ინოსისტემსი" გთავაზობთ კონცენტრატების და წვენების საწარმოს პროექტირებას HACCP-ის ISO-ს და Global GAP-ის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
იდეიდან მოქმედ საწარმომდე!
კონცენტრატი (ლათ. Concentratus - " კონცენტრირება ") არის ერთგვარი პროდუქტი, რომელშიც სასარგებლო კომპონენტის შემადგენლობა უფრო მაღალია, ვიდრე საწყისს ნედლეულში.
კონცენტრირებული წვენი მიიღება პირდაპირი წესით დაწურული წვენის დამუშავებით. ამისათვის პირდაპირი წესით დაწურული წვენი კონცენტრირდება ერთ-ერთი შემდეგი მეთოდით: წყლის აორთქლებით, წყლის გაყინვით ან მემბრანული მეთოდით.
აორთქლების ტექნოლოგია შემდეგნაირად ვითარდება: ბუნებრივი წვენი თბება სპეციალურ ჭურჭელში, მაგრამ არ მიჰყავთ დუღილის ტემპერატურამდე, რადგან დუღილი გააქრობს ყველა სასარგებლო ნივთიერებას. მიღებული მასა ძალიან ჰგაქვს ბლანტ ჯემს. ამის შემდეგ ამ მასას (კონცენტრატს) ფუთავენ ასეპტიკურ კასრებში ან ტანკერებში, ყინავენ და აგზავნიან წვენის გადამამუშავებელთან.
გაყინვის პრინციპი მთლიანად იმეორებს აორთქლებას, მხოლოდ წყალი გამოიდევნება სიცივით. სხვათა შორის, ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ გაყინვის პრინციპი გაცილებით უკეთესია, რადგან გათბობის დროს უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერება იკარგება.
მემბრანული მეთოდი - როდესაც წვენი იწურება წვრილი ნასვრეტებიანი მემბრანის გავლით. წყალი ჟონავს, ხოლო წვენის ნივთიერებების უფრო მსხვილი მოლეკულები რჩება სიროფში.
ასევე, როგორც წესი, კონცენტრირებულ წვენში არც შაქარი და არც სხვა დამატკბილებელი ნივთიერება არ ემატება.
კონცენტრირებული წვენები არ არის განკუთვნილი საკვებად უშუალო მოხმარებისთვის და გამოიყენება სუფთა წვენების, ნექტარებისა და წვენების შემცველი სასმელების, ასევე სხვა პროდუქტების მიღების მიზნით, მაგალითად, ხილის ჟელეები, შიგთავსი და ა.შ.
აქედან გამომდინარე, ძალიან იშვიათად მიეწოდება მცირე ზომის შეფუთვაში.
გარეგნულად, კონცენტრირებული წვენი ჰგავს სქელ სიროფს, რომელსაც აქვს იმ ხილის ფერი, რომლისგანაც მზადდება. გაყინული წვენების ცალკეული სახეობები, ისევე როგორც წვენები, რომლებიც შეიცავენ რბილობს, კონცენტრირებული ფორმით ჰგვანან ხილის ნაყინს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ გაყინული კონცენტრირებული წვენი არ უნდა შეიცავდეს ყინულის კრისტალებს.