ოცნომრიანი სასტუმრო ქვიშხეთში
დამკვეთი: შპს „ლუკექსპოჯორჯია“
პროექტის დაკვეთა მოხდა 2018 წლის 8 ნოემბერს
პროექტის დამუშავება დამთავრდა 2018 წლის14 დეკემბერს.
დაკვეთის საგანს წარმოადგენს დამკვეთის დავალებით ხაშურის რაიონის სოფ. ქვიშხეთში მდებარე დამკვეთის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 69.06.62.388) დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული ტექნიკური დავალების მიხედვით -სასტუმროს ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების პროექტირება.
შემსრულებლის -კომპანია შპს ,ინოსისტემსის,, მხრიდან განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების პროექტირება:
- შენობა-ნაგებობების შიდა სახანძრო წყალსადენის ქსელების აქსონომეტრიული სქემები;
- შენობა-ნაგებობების შიდა სახანძრო წყალსადენის ქსელების გეგმები;
- შენობა-ნაგებობების გარე სახანძრო წყალსადენის ქსელების გეგმები;
- სახანძრო უსაფრთხოების მიზნით მოწყობილობების და დანადგარების მონტაჟის დეტალები;
- სახანძრო წყლის სატუმბი სადგურის ტექნოლოგიური და არქიტექტურული პროექტირება დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული ტექნიკური დავალების მიხედვით;
6 .სახანძრო წყლის სამარაგო მეურნეობის ნახაზები და სქემები წყლის ფილტრაციის კვანძების მითითებით (საჭიროების შემთხვევაში);
- სასმელი წყლის მექანიკური და ბიოლოგიური დამუშავება საქართველოში მოქმედი მოთხოვნებისა და ნორმატივების გათვალისწინებით შემდგომში მისი სასმელ წყლად გამოყენების მიზნით;
- სასმელი წყლის სატუმბი სადგურის ტექნოლოგიური და საინჟინრო პროექტირება დამკვეთთან წინასწარ შეთანხმებული ტექნიკური დავალების მიხედვით.
პროექტის დამუშავების პროცესი მიმდინარეობს.
შემსრულებლის მიერ პროექტი დასრულდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.