სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა
იხილეთ http://gov.ge/files/411_50680_818764_370-1.pdf
სახანძრო უსაფრთხოების უზრუველყოფისათვის საჭიროა შემდეგი აუცილებელი ზოგადი მოთხოვნების შესრულება :
ობიექტის თანამშრომელთაგან უნდა დაინიშნოს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემებზე პასუხისმგებელი პირი (ასეთი სისტემების არსებობის შემთხვევაში);
შენობა-ნაგებობებში უნდა იყოს გამოკრული აბრები სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ტელეფონით როგორც ხანძრის ჩაქრობის პირველადი საშუალებებისა და შიდა სახანძრო ონკანების განთავსების ადგილებში, აგრეთვე საევაკუაციო გასასვლელებთან;
ობიექტის თანამშრომლები სამუშაოდ დაიშვებიან მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების შემდეგ;
ადამიანთა მასობრივი თავშეყრის (50 ადამიანი და მეტი) საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებისთვის, აგრეთვე ხანძარსაშიში საწარმოო და სასაწყობო სათავსებისთვის უნდა შემუშავდეს ინსტრუქციები.
"სახანძრო უსაფრთხოების ზომების შესახებ"; შენობებისთვის, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უნდა იქნეს შემუშავებული სახანძრო უსაფრთხოების სპეციალური წესები;
ადამიანთა მასობრივი თავშეყრისა და სართულზე 10 და მეტი ადამიანის სამუშაო ადგილის მქონე ობიექტებში, ასევე შენობებში, რომლებშიც მუდმივად იმყოფებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ყველა სართულზე საევაკუაციო გასასვლელებთან უნდა იქნეს გამოკრული ხანძრის დროს ადამიანთა ევაკუაციის გეგმა.