+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის პროექტირება


სახანძრო სიგნალიზაციის სისტემის პროექტირება


სახანძრო სიგნალიზაცია

უზრუნველყოფს ხანძრის წყაროს დროულ აღმოჩენას და შეტყობინებას

შენობა-ნაგებობაში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში სისტემა მომენტალურად რეაგირებს ბოლზე, მაღალ ტემპერატურაზე, ცეცხლის ალზე და ადგილზე ირთვება განგაშის სიგნალი.

მონტაჟის ტიპის მიხედვით სიგნალიზაცია შეიძლება იყოს სადენიანი და უსადენო

სახანძრო სიგნალიზაცია შეიძლება ინტეგრირებული იყოს დაცვით სიგნალიზაციასთან

სახანძრო სიგნალიზაცია და სახანძრო ღილაკი მუდმივადაა ჩართული, მიუხედავად იმისა, ობიექტი ღიაა თუ დაკეტილი.

მოქმედების პრინციპის მიხედით სიგნალიზაცია იყოფა ორ კატეგორიად:

  • ლოკალური მოქმედების – რომელიც ადგილზე იძლევა განგაშის სიგნალს;
  • დაცვის პულტზე მიერთებული 24 საათიანი მეთვალყურეობით, რომელიც ადგილზე იძლევა განგაშის სიგნალს და აგზავნის შეტყობინებას რეგირების ჯგუფთან;

შეტყობინება სახანძრო განგაშის სიგნალი შიძლება გადაეცეს:

  • უშუალოდ დამკვეთს მობილურ ტელეფონზე (ადგილობრივი განგაშის სიგნალით)
  • რეაგირების ჯგუფს სპეციალურად გამოყოფილი არხების საშუალებით (პულტზე ჩართული)
  • სამაშველო სამსახურს სპეციალური მოწყობილილობის საშუალებებით

 

სახანძრო დეტექტორი ძირითადად არის 3 ტიპის:

  1. ბოლის დეტექტორი.
    აქტიურდება ბოლის გარკვეული კონცენტრაციის შემთხვევაში
  2. სითბური დეტექტორი.
    აქტიურდება როდესაც გარემო ტემპერატურა გადააჭარბებს 70 გრადუსს
  3. სახანძრო ღილაკები.
    აქტიურდება უშუალოდ ღილაკზე თითის დაჭერით