+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ინდუსტრია 4.0 და მისი „დიჯიტალიზაცია“


ინდუსტრია 4.0 და მისი „დიჯიტალიზაცია“


ინდუსტრია 4.0 - ე.წ. “მომავლის პროექტი” არის გერმანიის ფედერალური მთავრობის პროექტი. ეს არის გერმანიის ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გარღვევას საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.
ითვლება, რომ ინდუსტრიის განვითარების ახალი მიმართულება მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას აღნიშნავს.
ამჟამად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გერმანული კომპანია Homag-ის 27 ჩარხი მუშაობს ავეჯის ფაბრიკებში. წელს 2017 წლის მაისში ამ კომპანიამ გერმანიის ქალაქ ჰანოვერში მოახდინა მსოფლიო ხის ინდუსტრიის გამოფენაზე ახალი კონცეფციის Tapio-ს პრეზენტაცია. ეს ციფრული პლატფორმა ხის დამუშავების ინდუსტრიაში სწორედ რომ ღირებულებათა ჯაჭვის შესაქმნელად შეიქმნა.

Tapio მოიცავს რთულ ციფრულ ტექნოლოგიებს ხის დამუშავების ინდუსტრიის ათასობით საწარმოო მანქანებისათვის, მრავალფეროვანი მასალების და ინსტრუმენტების მიწოდებას (Internet of things (IoT) ინტერნეტის საშუალებით. მოკლედ რომ ვთქვათ, Tapio მთლიანად მოიცავს ხის დამუშავების ღირებულებათა ჯაჭვს.