+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

კონფერენცია - სახანძრო უსაფრთხოება სასტუმროებში


კონფერენცია - სახანძრო უსაფრთხოება სასტუმროებში


 „საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციამ“, 2019 წლის 22 მარტს ქარვასლას საკონფერენციო დარბაზში გამართა კონფერენცია სასტუმროებისთვის თემაზე ,,სახანძრო უსაფრთხოება სასტუმროებში“, სადაც მოწვეული იყვნენ სხვადასხვა სასტუმროების ხელმძღვანელები, სახანძრო უსაფრთხოებაზე პასუხისმეგებელი პირები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.  

 ასოციაციის ექსპერტებმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც დგას სასტუმროებში.
კონფერენცია გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, წამოიჭრა გარკვეული პრობლემები, რის წინაშეც დგანან სასტუმროს ხელმძღვანელები და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს სახანძრო უსაფრთხოება სასტუმროებში და როგორ არეგულირებს კანონი ამ სფეროს.
გამოითქვა მათი მხრიდან ინიციატივა, რომ ასოციაციასთან ერთად მიმართონ მთავრობას კანონში გარკვეული დაზუზტებების და გაუმჯობესების მხრივ ცვლილებების შეტანაზე.