შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდა და რამდენიმე თემაზე ინფორმაცია გაიცვალა. გიორგი ქობულიამ თავის მხრივ ბიზნესმენებს დაგეგმილი აქტივობების და პრიორიტეტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მეორეს მხრივ ასოციაციის 80 მდე წევრს ჰქონდა შესაძლებლობა პირადად დაესვათ კითხვები ეკონომიკის მინისტრსათვის და მისი მოადგილეებისთვის.