+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

სტევია - ნატურალური შაქრის შემცვლელი


სტევია - ნატურალური შაქრის შემცვლელი


სტევია  მზადდება იმავე სახელწოდების სამკურნალო მცენარედან, რომელსაც აქვს ბევრი სასარგებლო თვისება და ითვლება მსოფლიოში ყველაზე  ტკბილ  მცენარედ. იგი შეიცავს უნიკალურ მოლეკულურ კომპონენტს,   სტევიოზიდს,  რომელიც აძლევს მას  მცენარეულ  საგანგებო  სიტკბოს.

სტევია (ლათინურად Stévia) თაფლოვანი, ანუ ტკბილი მცენარეა. ის ასტრასებრთა, ან რთულყვავილოვანთა ოჯახის წარმომადგენელია, აქვს დაახლოებით 260 ბალახისა და ბუჩქის სახეობა. გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში.

სტევია პირველად მე–16 საუკუნეში გამოიკვლია ექიმმა და ბოტანიკოსმა სტევუსმა (ლათ. Petrus Jacobus Stevus, ესპ. Pedro Jaime Esteve), რომელიც ვალენსიის უნივერსიტეტში მუშაობდა. სწორედ მისი გვარიდან მიიღო დასახელება ამ მცენარემ.

სტევიას ასევე ხშირად უწოდებენ თაფლის ბალახს. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამ  სამკურნალო ბალახს იყენებდნენ ადამიანის სისხლში  გლუკოზის ინდიკატორების ნორმალიზების  მიზნით და შაქრიანი დიაბეტის თავიდან ასაცილებლად. დღეისათვის სტევიამ არა მარტო პოპულარობა მოიპოვა, არამედ ფართოდაა გავრცელებული მისი  გამოყენება კვების მრეწველობაშიც.

სტევია ( 10-15) ჯერ ტკბილია  ვიდრე რაფირინებული შაქარი, და  თავად  მისი ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს სტევიოზიდს,   შეიძლება აღემატებოდეს   შაქრის  სიტკბოს დონეს 100-300 ჯერ. ეს ფუნქცია გამოიყენება მეცნიერების მიერ,  რომ  ის  იყოს აღიარებული  როგორც ნატურალური შაქრის შემცვლელი.

ბევრი სინთეზურ შაქრის  შემცვლელებს  აქვს  დაბალი კალორია,  მაგრამ აქვს არასასურველი  ფუნქცია- სისხლში შაქრის მეტაბოლიზმის ცვლილების ს  გამო, რაც იწვევს  ადამიანის  სხეულის წონის მნიშვნელოვან ზრდას. ხოლო ნატურალური შაქრის შემცვლელი  -სტევია არის არაკალორიული  და ის  არ ხასიათდება ასეთი უარყოფითი თვისებებით.

გარდა ამისა სტევიას შემადგენლობაში  შემავალ სტევიოზიდს , რომელიც გამოიყენება  ექსტრაქტის დასამზადებლადაც და   არა აქვს  რაიმე დამახასიათებელი   გემო,  ის ფართოდ გამოიყენება   კვების მრეწველობისთვის და  ხელმისაწვდომია როგორც საკვები დანამატი- E960.

ბუნებრივი  შაქრის შემცვლელი-სტევია დღეს, ფართოდ გამოიყენება ბევრ ქვეყანაში. განსაკუთრებით პოპულარულია იაპონიაში, სადაც სტევია უკვე გამოიყენება ოცდაათზე მეტი წლის განმავლობაში, და მთელი ამ ხნის განმავლობაში,  არავითარი  გვერდითი მოვლენები იქნა გამოვლენილი. მეცნიერებმა მზის  ქვეყნიდან   დაამტკიცეს, რომ შაქრის შემცვლელი  მცენარე ადამიანის ჯანმრთელობას არ აყენებს ზიანს. ამავდროულად, სტევია გამოიყენება არა მხოლოდ როგორც საკვების დანამატად, არამედ შაქრის ნაცვლად დიეტურ სასმელებშიც.   სტევიას შეძენა შ შესაძლებელია მცირე ყავისფერი ტაბლეტების სახით.

იაპონელმა მეცნიერებმა  თავის მხრივ დ თავიანთი   კვლევებით დაადასტურეს, რომ სტევია არ ვნებს ადამიანის ჯანმრთელობას. იაპონელი ექსპერტები ამბობენ, რომ დღესდღეობით ძალიან ცოტაა  ისეთი  დამატკბობლები   რომელსაც აქვს ისეთი მინიმალური  ტოქსიკურობის მსგავსი დაბალი მაჩვენებლები,როგორც  სტევიას. სტევიოზიდის ექსტრაქტის ტოქსიკურობაზე ჩატარებულნა მრავლობითმა  კვლევამ აჩვენა, რომ არ არსებობს გვერდითი მოვლენები ადამიანის ორგანიზმზე. აგრეთვე კვლევების  მიხედვით, პრეპარატი ზიანს არ აყენებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, არ ზრდის სხეულის მასას, არ ცვლის უჯრედებს და ქრომოსომატებს.

ამ თვალსაზრისით ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე  სტევიას ზემოქმედების მთავარი უპირატესობები:

  • სტევია როგორც დამატკბობელი ეხმარება შეამციროს საკვების კალორიულობა და უმტკივნეულოდ ამცირებს სხეულის წონას. სტევიოზიდის ექსტრაქტი  ამცირებს მადას და კერძებს  უქმნის ტკბილ გემოვნებას. ეს არის უზარმაზარი პლიუსი მათთვის, ვინც გადაწყვიტა წონის დაკარგვა და ასევე გამოიყენება სიმსუქნის   საწინააღმდეგო მკურნალობაში.
  • დამატკბობელი ,, არ მოქმედებს სისხლის შაქრის დონეზე, ასე რომ ის შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნას დიაბეტის მქონე ადამიანების მიერ.
  • რაფინადი შაქრისგან განსხვავებით, ბუნებრივი დამატკბობელი ხელს უშლის  კანდიდების განვითარებას,  ხოლო შაქარი, კი  თავის მხრივ, პირიქით არის პარაზიტების კვების წყარო მისი განვითარებისათვის
  • სტევია და სტევიოზიდი აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციის მუშაობას.
  • დამატკბობელი დადებითად მოქმედებს კანის მდგომარეობაზე, როგორც დამატენიანებელი და გამაახალგაზრდავებელი.
  • ბუნებრივი დამატკბობელი ადამიანს უნარჩუნებს ნორმალურ არტერიულ წნევას და ამცირებს  კიდევაც საჭიროების შემთხვევაში.
  • არ ვნებს ორგანიზმს დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებისას (ამაზე მეტყველებს გუარინის ტომის ათასწლოვანი პრაქტიკა, ასევე იაპონიაში ჩატარებული ძალზე სერიოზული კვლევები);

 

 .სტევია   აგრეთვე   შეიცავს სასარგებლო მინერალებს, ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებს A, E და C და ეთერზეთებს.

  • მდგრადია მაღალი ტემპერატურისა და ტუტეების მიმართ, რაც კვების მრეწველობაში გამოყენების შესაძლებლობას იძლევა;
  • დაბალი დოზირება, რადგან სიტკბოს მაღალი კოეფიციენტი აქვს.

 

თანამედროვე ბრაზილიისა და პარაგვაის ტერიტორიაზე გუარანის ტომის ინდიელები ასწლეულების განმავლობაში იყენებდნენ სტევიის ზოგიერთ სახეობას საკვებში, განსაკუთრებით Stevia rebaudiana–ს, რომელსაც ka’a he'ê–ს, ანუ ტკბილ ბალახს  ეძახდნენ და გარდა საკვების დატკბობისა,   მრავალი სხვადასხვა დაავადების, სამკურნალოდ იყენებდნენ.

1970-იანი წლების დასაწყისში იაპონელებმა დაიწყეს სტევიას კულტივირება, როგორც ხელოვნური დამატკბობლების – ციკლამატისა და საქარინის ალტერნატივის. სტევიის კომერციული გამოყენება იაპონიაში 1977 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მას იყენებენ სასურსათო პროდუქტებში: ცივ და ცხელ სასმელებში, ნამცხვრებში, გაზირებულ და უალკოჰოლო სასმელებში. ისინი წელიწადში 2000 ტონაზე მეტ ექსტრაქტს მოიხმარენ. და სტევიის მთელი ბაზრის 40% სწორედ იაპონიაზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ ტოქსიკურობის არც ერთი შემთხვევა არაა დაფიქსირებული.ამჟამად სტევია მოჰყავთ და კვების პროდუქტებში აქტიურად იყენებენ აღმოსავლეთ აზიაში, მათ შორის ჩინეთში, კორეაში, ტაივანში, ტაილანდსა და მალაიზიაში, ასევე სენ–კიტსისა და ნევისში, ბრაზილიაში, პარაგვაიში, ურუგვაიში, ისრაელში, უკრაინაში და რუსეთის სამხრეთით.

საპონინების შემცველობის წყალობით სტევიას ასევე აქვს ჰომეოპათიური მოქმედება, აძლიერებს კუჭის სეკრეციას, რაც თავის მხრივ ყველა ჯირკვლის სეკრეციას აძლიერებს. აქვს მსუბუქი შარდმდენი მოქმედება, აუმჯობესებს მდგომარეობას კანის დაავადებების დროს, ასევე აქვს ეფექტი რევმატიზმის დროს; კარგია შეშუპებისას, ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ხელს უწყობს ორგანიზმში სხვა სასარგებლო ნივთიერებების უკეთ ათვისებას. 

პარაგვაის უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ პარაგვაის მოსახლეობას არ აწუხებს ისეთი დაავადებები, როგორიცაა გაცხიმოვნება და შაქრიანი დიაბეტი, რადგან თითოეული მცხოვრები წელიწადში 10 კილოგრამამდე სტევიას მოიხმარს.

 

სტევია საქართველოში გასული საუკუნის 80-იან წლებში უკრაინიდან შემოვიდა. რის შემდეგაც ანასეულის სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო ინსტიტუტმა ამ უნიკალურ მცენარეზე  დაიწყო  მუშაობა და მის  თვისებებს  რამდენიმე მეცნიერი იკვლევდა, რომლებმაც   თვითონ დაამუშავეს  ტექნოლოგია  და  ინსტიტუტის“ ლაბორატორიაში   სტევიასაგან სტევიოზიდის სუფთა კონცენტრატი მიიღეს. მათ სტევიას მოაშორეს სპეციფიკური გემო და მიიღეს აბსოლუტურად ტკბილი, უვნებელი შაქარი.   

სტევიას ფოთლისგან შესაძლებელია მივიღოთ( 60 -70 )% ექსტრაქტი. (3,3 -3,5)კგ სტევიას მშრალი ფოთლისაგან შესაძლებელია 1კგ მშრალი ექსტრაქტის მიღება, რომელიც გაცილებით ტკბილია ვიდრე საქაროზა.

 

1990 წელს ჩინეთში  შაქრის დიაბეტის პრობლემებთან დაკავშირებით  გამართულ მე -9 მსოფლიო სიმპოზიუმზე  სტევიამ   მიიღო  ოქროს პრიზი, როგორც ყველაზე ძვირფასმა მცენარემ, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას და მისი ბიოენერგეტიკულ შესაძლებლობების გაძლიერებას.

სტევია ამჟამად მოჰყავთ ლანჩხუთში, სადაც სტევიის ნაკვეთიცარის. ანასეულის ინსტიტუტის  მეცნიერები  ოპტომისტურად  იყვნენ განწყობილი, რომ საქართველოში ამ კულტურის ათვისება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს და მისი  ექსპორტზე გატანაც  შესაძლებელი იქნება.

 ჩინეთში და სხვა ქვეყნებში მოყვანილი სტევიას ქიმიურ მაჩვენებლებთან შედარება გვიჩვენებს, რომ საქართველოში გავრცელებულ  სტევიას პრაქტიკულად არ დაუკარგავს თვისებები. ფოთოლში ტკბილი დიტერპენური ნაერთების შემცველობით ის ახლოსაა ჩინეთში მოყვანილ მოსავალთან.

მცენარეზე და მისგან მიღებულ პროდუქტებზე მზარდი ინტერესის და პროდუქტების მაღალი ფასების გათვალისწინებით საქართველოს სოფლის მეურნეობისათვის   სტევია საინტერესო  და პერსპექტიულ მცენარედ შეიძლება ჩაითვალოს.

 

მანანა  ჩაგელიშვილი 

პურ- ფუნთუშეულისა და საკონდიტრო მრეწველობის   ტექნოლოგი.