+995 32 237 10 07
ორშ. – შაბ. 09:00 18:00

ნუში - სავალდებულოა ვიცოდეთ


ნუში - სავალდებულოა ვიცოდეთ


ნუშის სახეობებია:ტკბილი და მწარე.

ტკბილი ნუშის  მოსავლის აღება: ტკბილი ნუშის  მოსავლის აღების პერიოდია-აგვისტო- სექტემბერი. მოსავლის აღება იწყება, როცა  მომწიფებული ნაყოფების ლენჯო ყვითლდება, იხსნება და გარსი  ნაჭუჭს ადვილად შორდება. მოსავალი აღებისთანავე უნდა გადაირჩეს,  უხარისხო და ხარისხიანი დაჯგუფდეს ცალ-ცალკე, მოხდეს გაშრობა და შენახვა.

მოსავლის აღების მომენტში ტენიანობა-15-20%.

მოსავლის აღების შემდეგ-ნუში უნდა გაშრეს მზეზე ან სპეციალური საშრობების გამოყენებით.

1 ჰა-დან მიიღება- ( 3.2- 4.5 ) ტონა.

შრობის t- ურა საშრობ დანადგარში-(23-30)0C , არა უმეტეს 400 C-სა.

შრობის პროცესის  ხანგრძლივობა საშრობ დანადგარში-არა უმეტეს 2 დღე.

შრობის პროცესის ხანგრძლივობა მზეზე საშუალოდ-10-12  დღე.

სინესტე გაუტეხავი ნუშის -არა უმეტეს 11,0 % 

 სინესტე   ნუშის გულის-6,5 (არა უმეტეს  ) % .

გულის გამოსავლიანობა  -( 38-42) % არა ნაკლებ-30%.

ნაყოფის ფორმა-მოგრძო, ოვალური, ორივე გვერდი შებრტყელებული.

ნაყოფის სიდიდე ჯიშების მიხედვით მმ-(38X18X13მმ); (31X20X13მმ) ; (34X21X17მმ);

სრულ   მსხმოიარობაში შესვლის პერიოდი- ( 6-7 )   წელი    

    შენახვის ვადა - გაუტეხავი ნუში:         ტენიანობა  არა უმეტეს  70% -    Т °C   -    (-15 -0 ) °C          ( +10+20 ) °C

     შენახვის ვადა :  - 5(წელი)       2(წელი)

ხარისხის გაუარესების  ნიშანები, რომელიც  გამოწვეულია ცხიმის ჰიდროლიზით - (როდესაც    სუნთქვის ინტენსივობა-ტენიანობა და ტემპერატურა მაღალია).

პირველი ნიშანია- გამწარება,

მეორე ე.წ „დამძაღება“

მესამე დაობება  (გროვდება აფლატოქსინი).

ნუშის შეფუთვა: გაუტეხავი ნუში უნდა  შეიფუთოს და შეინახოს  ვაკუუმ  შეფუთვით და მუყაოს ყუთებით:

ჯვალოს  (ჯუთის) ტომრებში  (25-30) კგ -ის ოდენობით ან მუყაოს  ყუთებში,  ან დიდი  ტევადობის( 1-1,5) ტონის ოდენობით  ე.წ.ბიგ-ბეგებში. დასაწყობდეს  პალეტებზე.

ნუშის პროდუქტები:

.ნუშის ნაყოფი-ნუშის ნაყოფებს  აქვს  ძვირფასი კვებითი, დიეტური და სამკურნალო თვისებები:

 ტკბილი ნუში გამოიყენება როგორც ნედლ ხილად-ნუგბრად, ასევე დაშაქრული და დამარილებული სახით. მას სასიამოვნო და ტკბილი გემო აქვს. მის შემადგენლობაშია   ადამიანისათვის  აუცილებელი უნიკალური სხვადასხვა სასარგებლო თვისებების  მქონე  ნივთიერებათა კომპლექსი, რომელიც აუმჯობესებს ადამიანის ორგანიზმის  საერთო  მდგომარეობას და ამაღლებს იმუნურ სისტემას.

მწარე  ნუშის  სახეობები -კი გამოიყენება ფარმაკოლოგიური დანიშნულებით. ნუში შესანიშნავი თაფლოვანი მცენარეა. ადრე ყვავილობის გამო,იგი ფუტკრებისთვის საუკეთესო საკვები ბაზაა.

. ნუშის  ზეთი : გამოიყენება - კვებისა და ფარმაცევტულ მრეწველობასა  და კოსმეტოლოგიაში.

. ნუშის  რძე: ნუშის  რძე გამოირჩევა თავისი უნიკალური შემადგენლობით. ის არ შეიცავს - ქოლესტერინს  და ლაქტოზას.ამიტომ ის გამოიყენება  საკვებად   ვეგეტარიანელებისთვის,  დიაბეტიანებისთვის და  ვისაც ალერგია აქვს  ლაქტოზაზე ის აგრეთვე ხელს უწყობს  საჭმლის მომნელებელ  სისტემას.

.ნუშის ნაყოფი, ნუშის  ფქვილი,ნუშის პასტა: გამოიყენება კვების მრეწველობაში -

საკონდიტრო მრეწველობასა და  კულინარიაში.

ნუშის  მავნებელი დაავადებებია სახეობების მიხედვით:,,პარშა,,-სკვა, რუსი, მონოლიოზი,  კლასტეროსპოროზი, ნაცრისფერი ლპობა, ატმის დიდი ბუგრი.

ნუშს აზიანებენ როგორც მავნებლები, ისე სოკოვანი დაავადებები:.

1.კლასტეროსპოროზი- აავადებს ნუშის ფოთლებს, ნაყოფებსა და ტოტებს. დაავადების პირველი ნიშნები ვლინდება გაზაფხულზე. ფოთლებზე ჩნდება პატარა ღია ყავისფერი ლაქები,მოწითალო არშიით. ლაქები მოგვიანებით ხმება, ფოთლიდან გადმოვარდება და მის ადგილას რჩება ნახვრეტი.

კლასტეროსპოროზით დაავადების წინააღმდეგ მცენარეს ამუშავებენ სპილენძშემცველი ან სხვა ფუნგიციდებით, კვირტების გაშლამდე ბორდოულის 3 %

ხსნარით, ხოლო შემდეგ პერიოდში სპილენძის ქლორჟანგით, კუპროქსატით, იტალიური ბორდოთი, ციხომითა და ა.შ 0,4-0,5 % ხსნარით.

  1. . ატმის დიდი ბუგრი- ნუშის კულტურაზე საკმაოდ გავრელებული მავნებელია. იგი აზიანებს შტამბს, ფოთლებსა და ნორჩ ყლორტებს. დაზიანებული ფოთლებიიხვევა და იჭმუჭნება, ყლორტები ჩამორჩება ზრდაში. ბუგრებით დაზიანებული ყლორტების რაოდენობა ქვედა იარუსზე უფრო მეტია, ვიდრე ზედაზე. ბუგრები პირველად აპრილის მეორე ნახევარში ჩნდება. მათი რაოდენობა თანდათან იზრდება და ივნისის პირველ დეკადაში მაქსიმუმს აღწევს. შემდეგ მათი რიცხოვნება მცირდება.

ბუგრების წინააღმდეგ მცენარეებს ამუშავებენ  ინსექტიციდებით.პროფილაქტიკური ღონისძიებებიდან  სავალდებულო   და აუცილებელია ყოველწლიურად ნუშის  საშემოდგომო ბაღის დასუფთავება და გაწმენდა ფოთლებისა და ტოტებისგან. არ უნდა დარჩეს ჩამოვარდნილი  ფოთლები  და ტოტები, რადგან  იქ შეიძლება გადაიზამთრონ  მავნებელმა მწერებმა.  მცენარის ყველა  ნარჩენები უნდა იქნას ამიღებული ბაღიდან და დაიწვას. უნდა მოხდეს შტამბის ჩამოფხეკა, კირიანი ხსნარის წასმა, მცენარეების დროული გასხვლა, ანასხლავის დაწვა და  გადანაჭრებზე ბაღის მალამოს წასმა.

მცენარეების ქვეშ ნიადაგი  ხშირად  უნდა გაფხვიერდეს, რაც ხელს შეუწყობს ჟანგბადის ხელმისაწვდომობას და მცენარის ფესვების ტენიანობას.

  1. . ნაცრისფერი ლპობა- ,,ნაცრისფერი ლპობა ,,- ან ნაცრისფერი ლორწო გამოჩნდება ნუშის  ფოთლებზე მუქი ლაქების  სახით. სველი ამინდის დროს  ფუმფულა ნაცრისფერი კუნძულების სახით ჩამოყალიბებულია - სოკოვანი სპორებისსახით, რომლებიც ქარითაც ვრცელდება. დაავადების შესაფერისი გარემო შექმნილია ხეებზე ნუშის ტოტების სიხშირით  და აზოტოვანი  სასუქების უკიდურესად მაღალი დოზებით.

პირველ ადგილზე ნაცრისფერი ლპობის  წინააღმდეგ ბრძოლაში ზამთრის და გაზაფხულის  პერიოდში ხდება  ხეების გასხვლა.

დაავადების მკურნალობისთვის გამოიყენება შემდეგი მედიკამენტები: "ტოპაზი", "კუპროსატ", "ოქსიჰი".

მანანა  ჩაგელიშვილი 

პურ- ფუნთუშეულისა და საკონდიტრო მრეწველობის   ტექნოლოგი.


იხილეთ ვრცლად