საკონსერვო წარმოება
შპს "ინოსისტემსი" გთავაზობთ საკონსერვო საწარმოს პროექტირებას HACCP-ის ISO-ს და Global GAP-ის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
იდეიდან მოქმედ საწარმომდე!
საკონსერვო წარმოება ერთ-ერთი უძველესი კვების მრეწველობის დარგია. საკონსერვო წარმოების საშუალებით ხდება კვების პროდუქტების გადამუშავება შემდგომი მისი შენახვის და მოხმარების მიზნით.
საკვები პროდუქტების კონსერვირებისას გამოიყენება მინის ან თუნუქის ქილები, ასევე მოქნილი კონტეინერები. რათა პროდუქტი მომზადდეს გამოსაყენებლად, ის თავსდება კონტეინერში, რომელიც სპეციალურად თბება. ეს პროცესი ათავისუფლებს კონსერვს მიკრობებისგან და საშუალებას გვაძლევს პროდუქტი შევინახოთ ბევრად უფრო დიდხანს, ვიდრე არაგადამუშავებულ მდგომარეობაში. გათბობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძლიერია პროდუქტის მჟავიანობა და მასში მიკრობების მოხვედრის ალბათობა.